8 იანვარს, ონის მუნიციპალიტეტის მერმა-ემზარ საბანაძემ,მოადგილეებთან ერთად წლის პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან

by magda

08.01.2020წ.

მიმდინარე წლის 8 იანვარს,ონის მუნიციპალიტეტის მერმა-ემზარ საბანაძემ,მოადგილეებთან ერთად წლის პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა მერის წარმომადგენლებთან და საკრებულოს დეპუტატებთან.

მერმა დამსწრე საზოგადოებას ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა სამსახურეობრივ საქმიანობაში.
ემზარ საბანაძის განცხადებით ახალი 2020 წელი გასულ წლებთან შედარებით ბევრად საპასუხისმგებლო და დატვირთული იქნება,განსაკუთრებული ყურადრება კვლავ დაეთმობა სოფლის მხარდაჭერის პროგრამებს,ამ პროგრამით არჩეულ პროექტებს და შესაბამისად მათი შესრულების მიმდინარეობას,ამიტომ თითოეული წარმომადგენლისგან და დეპუტატისგან მაქსიმალური მონდომება და გაორმაგებული ძალისხმევა იქნება საჭირო რათა მიმდინარე წელი წარმატებული და მაქსიმალურად შედეგზე ორიენტირებული გამოვიდეს,მისივე თქმით მუნიციპალიტეტში დახარჯული თითოეული თანხა მაქსიმალურად მოხმარდება სოფლების პირველი რიგის საჭიროებებს,რათა მაქსიმალურად აღმოიფხვრას თემებში არსებული ყოფითი პრობლემები.
შეხვედრის ბოლოს მერის პირველმა მოადგილემ-დიმიტრი საყვარელიძემ,მერის წარმოამადგენლებთან ურთერთობის სამასახურის ხელმძღვანელთან ერთად დაასახელა კონკრეტულად გაწერილი ვადები სოფლის მხარდაჭერის პროოგრამებზე მუშაობასთან დაკავშირებით, პრიორიტეტული პროექტების შესარჩევად ხალხთან შეხვედრები 31 ინვრამდე დასრულდება, შემდეგ მოხდება პროექტირება და შემსრულებელი მეწარმეების შერჩევა.
დიმიტრი საყვარელიძის განცხადებით-მაქსიმალურად უნდა მოხდეს სოფლის საჭიროებების გათვალისწინება,რათა ადგილობრივ ბიუჯეტში ჩადებული პრიორიტეტების პარალელურად აღნიშნულმა პროგრამებმა პრობლემების აღმოფხვრის კუთით მნიშვნელოვან შედეგზე გაგვიყვანოს.
შეხვედრას ესწრებოდა შ.პ.ს “ონის სერვის ჯგუფის” ხელმძღვანელი ალექსანდრე გამყრელიძე.

 

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content