ონის მუნიციპალიტეტი მერია უერთდება აქციას – “გაიღე სისხლი, მიეცი იმედი: ერთად ჩვენ გადავარჩენთ სიცოცხლეს“

by newadmin newadmin

11.10.2026წ.

მოსახლეობის საყურადღებოდ!
ონის მუნიციპალიტეტი მერია უერთდება აქციას – “გაიღე სისხლი, მიეცი იმედი: ერთად ჩვენ გადავარჩენთ სიცოცხლეს“
15 ოქტომბერს, ხუთშაბათს, 11.00 საათიდან , ონის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართება.
ღონისძიება ა(ა)იპ „ცენტრალური სისხლის დაწესებულების ორგანიზებით და ონისმუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.
დონორული სისხლისგან წარმოეული სისხლის კომპონენტით მარაგდება როგორც ბავშვთა, ისე მრავალპროფილური კლინიკები. სისხლის და სისხლის კომპონენტების გადასხმა ყოველწლიურად მილიონობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას იძლევა.
სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ ა(ა)იპ „ცენტრალური სისხლის დაწესებულებას საქართველოში არსებულ სისხლის ბანკებს შორის ლიდერი პოზიცია უჭირავს.
ონის მუნიციპალიტეტის მერია მოგმართავთ თხოვნით ჩაერთოთ აქციაში, გაიღეთ სისხლი, მიეცით იმედი და გადააარჩინეთ სიცოცხლე.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content