პიპილეთი-ჟაშქვის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოების IV ეტაპი დასრულების ეტაპზეა

by newadmin newadmin

10.10.2026წ.

პიპილეთი-ჟაშქვის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოების IV ეტაპი დასრულების ეტაპზეა.
ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ლევან შერაზადიშვილი, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
მერს და მერის მოადგილეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამუშაოებისა და მათი ხარისხის შესახებ დეტალური ინფორმაცია კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენელმა
გააცნო.
რეაბილიტაციის IV ეტაპის ფარგლებში მოეწყო 650 მეტრი სიგრძის საავტომობილო გზა რკინა-ბეტონის საფარით. სამუშაოები სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტების თანადაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ჯამურმა ღირებულებამ დაახლოებით 664 758 ლარი შეადგინა.
პიპილეთი-ჟაშქვის საავტომობილო გზის რეაბილიტაციის პროექტი გარდამავალია და სამუშაოები 2027 წელს გაგრძელდება.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content