0
06.10.2026წ.
„ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებზე, 17 ოქტომბერს ვეტერანის დღესთან დაკავშირებით ერთჯერადი ფინანსური დახმარება გაიცემა
ვეტერანები ფინანსურ დახმარებას ონის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების მე- 15 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე მიიღებენ.
დახმარებით სარგებლობა შეუძლიათ ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მუდმივად მცხოვრებ შესაბამისი სტატუსის მქონე პირებს.
განცხადებების მიღება 2026 წლის 5 ოქტომბრიდან მიმდინარეობს.
დაინტერესებულმა პირმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარადგინოს:
• განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე;
• ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი (საჭიროების შემთხვევაში);
• ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ასლი;
• ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის საბანკო ანგარიში.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიმართონ ონის მუნიციპალიტეტის მერიას, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ხელმძღვანელს – მარიზა რაზმაძეს. ტელ: 591 01 04 18
