ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე- ირმა ჩიხრაძე მურმან ლებანიძის სახელობის პრემიით ახალგაზრდების და უხუცესის დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრო

by newadmin newadmin

10.10.2026წ

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე- ირმა ჩიხრაძე მურმან ლებანიძის სახელობის პრემიით ახალგაზრდების და უხუცესის დაჯილდოების ღონისძიებას დაესწრო.
2025-2026 სასწავლო წლის ეროვნულ გამოცდებში სკალირებული ქულით პირველი შედეგის მქონე, ასევე ონის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების წარმატებული პირველკურსელი ახალგაზრდები და “სოფლის ერთგული” უხუცესი სოფელ კვაშიეთიდან, მურმან ლებანიძის სახელობის პრემიით ბიზნესმენმა და ქველმოქმედმა დავით დაუშვილმა დააჯილდოვა.
წელს რიგით მეხუთე დაჯილდოება გაიმართა, სადაც მურმან ლებანიძის სახელობის პრემიით დაჯილდოვდნენ საქართველოში, 2025-2026 სასწავლო წლის ეროვნულ გამოცდებში, სკალირებული ქულით პირველი შედეგის მქონე, თბილისის, ილია ვეკუას სახელობის N42 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული სიდონია ტალიაშვილი, ასევე ონის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების ორი წარჩინებული ახალგაზრდა -თინათინ ისკანდარაშვილი(ონი), მარიამ მამფორია (ამბროლაური).
2026 წლის “სოფლის ერთგული” სიგელი და მურმან ლებანიძის პრემია გადაეცა სოფელ კვაშხიეთის მკვიდრს თენგიზ გოშაძეს.
დაჯილდოებას ასევე ესწრებოდა ონის გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის დეკანოზი მამა გიორგი კობერიძე, რომელმაც წარჩინებულ ახალგაზრდებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა
შეხვედრის დასასრულს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მადლობა გადაუხადეს დავით დაუშვილს ქველმოქმედებისთვის და ახალგაზრდა თაობის წახალისებისთვის.
აღსანიშნავია, რომ დავით დაუშვილმა 2022 წელს ქართველი პოეტის მურმან ლებანიძის 100 წლის იუბილეზე, დააწესა მურმან ლებანიძის პრემია, ფულადი ჯილდო, რომლითაც ყოველწლიურად ჯილდოვდებიან წარმატებული სპორტსმენები, წარჩინებული ახალგაზრდები და სოფელში მცხოვრები „სოფლის ერთგული“ ადამიანები.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content