4
16.10.2026წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიებაზე სახელწოდებით „ოქროსფერი შემოდგომა“ აღსაზრდელებმა ჩურჩხელები ამოავლეს და მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს.
ღონისძიების ფარგლებში, ბაღების ეზოებსა და სივრცეებში მოეწყო ეთნოგრაფიული კუთხეები და სეზონური ნობათით დატვირთული გამოფენები
