4
20.10.2026წ.
თბილისში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე — „Grand Rhythmic Cup 2026“, რომელშიც 7 ქვეყნის 250-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა, რაჭველმა ანა ჭელიძემ 2015 წელს დაბადებულ გოგონათა შორის, უმაღლეს — PROFI კატეგორიაში, ბაფთით ვარჯიშში პირველი ადგილი დაიკავა!
აღსანიშნავია, რომ ტურნირამდე ანამ თბილისში ხუთდღიანი სპორტული შეკრება გაიარა.
„Grand Rhythmic Group“-ის გადაწყვეტილებით, ანას კომპანია „Leotard Lab“-ის დამფუძნებელმა, ელენე გავარდაშვილმა, ვაუჩერი გადასცა, რომლის საშუალებითაც მხატვრული ტანვარჯიშის საშეჯიბრო ფორმას სრულიად უსასყიდლოდ შეუკერავენ.
ვულოცავ ანა ჭელიძეს მიღწეულ წარმატებას და ვუსურვებ კიდევ მრავალ გამარჯვებას
