ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

by newadmin newadmin

16.10.2026წ.

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონის მოსახლეობისთვის ოქტომბრის თვეში, ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების უშუალო მონაწილეობით, ტარდება მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია.
🔹ბათუმის მედიცინის ცენტრის მამომობილი და ამავე ცენტრის კვალიფიციური სპეციალისტების მონაწილეობით, კვლევები შესაძლებელი იქნება შემდეგ მიმართულებებზე:
– ძუძუს კიბოს სკრინინგი-40-70 წლის ასაკის ქალები, მამოგრაფია და საჭიროების შემთხვევაში ექოსკოპიური გამოკვლევა;
– საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ კვლევა-25-60 წლის ქალებში, 30 წლიდან HPV ტესტირება;
– პროსტატის კიბოს სკრინინგი -50-70 წლის მამაკაცებში;
– კოლორექტული კიბოს სკრინინგი-50-70 წლის ქალები და მამაკაცები (გამოკვლევა ფარულ სისხლდენაზე);
– ასევე 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის ჩატარდება ლაბორატორიული კვლევები B და C ჰეპატიტზე და აივ ინექცია -შიდსზე;
– ჰიპერტენზიის-არტერიული წნევის სკრინინგი;
📍 #ონი 22 ოქტომბერი 10:00 საათიდან, ქალაქი ონი ვახტანგ Vl -ის ქუჩა N10 ნაკლების ჩვენება

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content