ონში „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

by newadmin newadmin

04.10.2026წ.

ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში რეგიონში ცნობიერების ამაღლების კამპანია მიმდინარეობს
ძუძუს კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვესთან — „ვარდისფერ ოქტომბერთან“ დაკავშირებით, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში შენობები ვარდისფრად განათდა.
კამპანიის ფარგლებში, 4 ოქტომბერს, რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება. ქალთა ორგანიზაციის გამგეობის წევრები და მოწვეული ექიმები მოქალაქეებს ძუძუს კიბოს პრევენციის, ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან. შეხვედრების მონაწილეებს საინფორმაციო ბროშურებიც დაურიგდებათ.
📍შეხვედრების განრიგი:
* ამბროლაური — კულტურის ცენტრი, 12:00 საათი;
* ონი — გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლი, 15:00 საათი;
* ცაგერი — კულტურის ცენტრი, 15:00 საათი;
* ლენტეხი — თენგიზ გაზდელიანის სახელობის ცენტრალური მოედანი, 12:00 საათი.
ძუძუს კიბოს ადრეული გამოვლენა მკურნალობის ეფექტიანობის გაზრდის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. ცნობიერების ამაღლება და რეგულარული სკრინინგი ქალთა ჯანმრთელობის დაცვისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content