25.08.2026წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ სოფელ ნიგავზებში ახლად მოწყობილი ბუნებრივსაფარიანი მინი სტადიონი დაათვალიერა რომელიც მოსახლეობის ინიციატივის საფუძველზე, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მოეწყო.
პროექტი სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა, რომლის ჯამურმა ღირებულებამ 64 900 ლარი შეადგინა.
ონის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ლობჟანიძის განცხადებით, მსგავსი პროექტების განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სოფლად სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების ხელშეწყობისთვის.
„მნიშვნელოვანია, რომ პროექტი თავად მოსახლეობის ინიციატივით განხორციელდა. მუნიციპალიტეტი მომავალშიც მხარს დაუჭერს ადგილობრივ ინიციატივებს, რომლებიც სოფლების განვითარებასა და მოსახლეობისთვის უკეთესი გარემოს შექმნას ემსახურება,“ — განაცხადა დავით ლობჟანიძემ.
4
