1
01.07.2026წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ირმა ჩიხრაძე, გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში, ლინდა გონგაძის სახელობის მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის მიერ ორგანიზებულ შემაჯამებელ ღონისძიებას დაესწრო.
მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრის შემოქმედებითი წრეების აღსაზრდელებმა მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი პროგრამა შეასრულეს და სხვადასხვა შემოქმედებითი ნომერი წარადგინეს.
აღნიშნული ღონისძიებით ცენტრის აღსაზრდელებმა მიმდინარე სასწავლო პროცესი შეაჯამეს და საზეიმოდ დაასრულეს.
