0
30.06.2026წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ლობჟანიძის თავმჯდომარეობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს რიგით მეორე სხდომა გაიმართა.
სხდომაზე განიხილეს ონის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები და ისაუბრეს სხვადასხვა მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე.
შეხვედრაზე ხელმძღვანელმა პირებმა აღნიშნეს, რომ მუნიციპალიტეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის თანაბარი გარემოს უზრუნველსაყოფად აქტიურად გააგრძელებს მუშაობას.
დავით ლობჟანიძის განცხადებით, შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრირებისა და სრულფასოვანი ცხოვრებისთვის დაიგეგმება სხვადასხვა ღონისძიება, რათა ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა შესაბამისმა პირებმა შეძლონ ინდივიდუალური განვითარება და შემოქმედებითი შესაძლებლობების რეალიზება
