0
24/06/2026
მიმდინარე წლის 24 ივნისს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა.
სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი.
სხდომაზე ბიუროს წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია:
1. „ონის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკურ თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 დეკემბრის N34 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. ონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების – ქ. ონში, მოედნის ქუჩა N2-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის ს/კ 88.18.21.836 სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ.
3. ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.
4. ონის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.
5. „ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ’’ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 28 მაისის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
6. „2026 წელს ონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 28 მაისის N 15 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
7. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია, ააიპ ონის კულტურის ცენტრის მიერ 2025 გაწეული მუშაობის და სამომავლო გეგმების შესახებ.
