ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ზედამხედველობის სამსახურისა და შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ღებსა და ჭიორაში დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

by newadmin newadmin

24.06.2026წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ზედამხედველობის სამსახურისა და შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ღებსა და ჭიორაში დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
ადგილზე არსებული მდგომარეობის გაცნობის მიზნით, ხელმძღვანელმა პირებმა განხორციელებული პროექტები დეტალურად დაათვალიერეს.
სოფელი ღები: განხორციელდა სანიაღვრე არხის 150 გრძივი მეტრის მოწყობის სამუშაოები, რომლის ღირებულებამაც 40 000 ლარი შეადგინა.
სოფელი ჭიორა: რეაბილიტაცია ჩაუტარდა საჯარო სკოლას. პროექტის ფარგლებში გარემონტდა სასკოლო ოთახი, შეიცვალა შესასვლელი კარი და სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო დამცავი კედელი. აღნიშნული სამუშაოების ბიუჯეტმა 49 000 ლარი შეადგინა

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content