ონის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია

by newadmin newadmin

16.06.2026წ.

ონის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.
ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, პირველ მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილთან და პირველ მოადგილე პაატა მაისურაძესთან ერთად, სოფელ ქვედში მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
სოფელ ქვედში პროექტი სრული დატვირთვით მიმდინარეობს. იგი ასფალტ-ბეტონის საფარისა და შესაბამისი დამხმარე ნაგებობების მოწყობას ითვალისწინებს. სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 795 000 ლარია და პროცესი ივნისში დასრულდება.
საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს. სამუშაოები აქტიურ რეჟიმშია შემდეგ სოფლებში: ჟაშქვა, წოლა, წედისი, ქორთა-ბოყვა, სომიწო, გომი, უწერა

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content