0
8/06/2026
ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, პაატა მაისურაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ წედისში გზის ასფალტ-ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.
მიმდინარე პროექტი, რომელიც ფინანსდება გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში ინფრასტრუქტურის განვითარების ფონდიდან, ითვალისწინებს 500 მ გზის მონაკვეთის მოწყობას, რომლის ღირებულებაც 202 770 ლარს შეადგენს .
სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის აგვისტოში იგეგმება.
