3
27.05.2026წ.
ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრის, პოეტ ანა ერისთავის რიგით მერვე საავტორო წიგნის „ სტუმრად წუთისოფელში“ პრეზენტაციას დაესწრო.
წიგნი „ სტუმრად წუთისოფელში“ აერთიანებს პროზას და პოეზიას.
“ანა ერისთავის მიერ წლების მანძილზე განცდილ-ნაფიქრალი თავმოყრილია პოეტის ლექსებში თუ მოთხრობებში, მისი შემოქმედება სავსეა სიყვარულით, სულიერი ღირებულებებით, ქართული ტრადიციებისადმი ერთგულებით”-აღნიშნა ირმა ჩიხრაძემ
ღონისძიებაზე წიგნის ავტორმა წაიკითხა რამდენიმე ნაწარმოები კრებულიდან, მათ შორის ბოლო დროს დაწერილი ლექსები.
წიგნის პრეზენტაციას ასევე ესწრებოდნენ ონის გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის სახელობის ტაძრის დეკანოზი- ნოე კერესელიძე, მწერალთა კავშირის წევრი გერმანე თურქაძე” საზანოელი”, რაჭა-ლეჩუმ – სვანეთის დელეგატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში – ელენე მაისურაძე.
