რაჭაში, კურორტ შოვის განვითარების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

by magda

18.12.2021წ რაჭაში, კურორტ შოვის განვითარების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

ინვესტორებმა, მთის კურორტის, შოვის განვითარების პროექტის პრეზენტაცია წარადგინეს. მათ მიერ წარდგენილი პროექტის უმთავრესი მიზანი შოვის ტერიტორიაზე ტურისტული დესტინაციის შექმნა და განვითარებაა.
პროექტის განხორციელებისას კი ცალსახად მნიშვნელოვანია, კერძო სექტორის სამოქმედო გეგმა სრულ ჰარმონიზაციაში იყოს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებთან.
რეგიონის პირველმა პირებმა ისაუბრეს შოვის, როგორც მსოფლიო დონის გამორჩეული ტურისტული ადგილის შესახებ, მისი განვითარების დადებით მხარეებზე და რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე.
პროექტის პრეზენტაციას რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე გიორგი მაქარაშვილი, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი ქრისტინე კობახიძე და ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content