ონის მუნიციპალიტეტის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში, პიტერ კიმერფელდის მიუზიკლის „აბრაამი და კარდუს“ მიხედვით დადგმული სპექტაკლი – „იქ… მთებში სინაგოგაა” გაიმართა

by magda

27.09.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტის გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში, პიტერ კიმერფელდის მიუზიკლის „აბრაამი და კარდუს“ მიხედვით დადგმული სპექტაკლი – „იქ… მთებში სინაგოგაა” გაიმართა.
ეს იყო რიგით მეექვსე წარმატებული სპექტაკლი, რომელიც ახალგაზრდა ნიჭიერმა რაჭველმა რეჟისორმა გიორგი გამყრელიძემ ონის სცენაზე დადგა და დაფინანსებულია ძნელაძეთა საგვარეულო ფონდის „უშქარი“ მიერ, ასევე ფონდის „უშქარი“ მიერ მოხდა სპექტაკლის მიმდინარეობის გადაღება, რომელიც შემდგომში გამოყენებული იქნება სინაგოგის თემაზე შექმნილი ფილმის გადასაღებად.
სპექტაკლის სიუჟეტი კი ასე ვითარდება: 1933 წელი. საბჭოთა კავშირის მიერ ანექსირებულ საქართველოს რესპუბლიკაში, კომუნისტური პარტიის მხრიდან გადაწყდა, ონში მდებარე სინაგოგის დახურვა და შემდგომში მისი სამეურნეო ან სასაწყობე ფართად გამოყენება. ამ ფაქტმა, ონის ებრაელთა საზოგადოებაში დიდი პროტესტი გამოიწვია. ხელისუფლების მხრიდან მოხდა პროტესტის მონაწილე პირების განეიტრალება და ასევე მათი ოჯახის წევრების დაკავება. ონში მცხოვრები მაშინდელი საზოგადო მოღვაწეები პრობლემის აღმოსაფხვრელად თბილისში გაემგზავრნენ, ხოლო ებრაელმა ქალებმა გადაწყვიტეს სიცოცხლის ფასად დაეცვათ სამლოცველო სახლი, ამ გადაწყვეტილებას ქართველი ქალებიც შეურთდნენ, ისინი შვილებთან ერთად შევიდნენ სინაგოგაში და შიგნიდან ჩაიკეტნენ.
ონის მუნიციპალიტეტის მერია მადლობას უხდის რეჟისორს გიორგი გამყრელიძეს, ძნელაძეთა საგვარეულო ფონდს „უშქარი”, მსახიობებს, წარმატებული სპექტაკლისთვის და შესანიშნავი საღამოსთვის

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content