აკაკი მაისურაძე გარდაიცვალა

by magda

10.09.2021წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერია მწუხარებას გამოთქვამს აკაკი მაისურაძის გარდაცვალების გამო.
ბატონი აკაკი მაისურაძე, ჩვენი აკაკი, ძალიან ბევრისთვის კაკო მასწავლებელი. თუ აკვირდებოდით, ფეხს ისე დააბიჯებდა, თითქოს უფრთხოდა, მშობლიური მიწისთვის ტკივილი არ მიეყენებინა. ის სულ სხვა იყო, განსაკუთრებული, თავისთავადი, ფაქიზი ბუნების კაცი. ათული წლები დაფოფინებდა ხალხურ სიმღერას და ცდილობდა საკუთარი მოკრძალებული წვლილი შეეტანა მის გამდიდრებაში. სარაიონო დათვალიერებაზე მის გამოჩენას სიყვარულით ელოდებოდა მაღალი გემოვნების ონელი მაყურებელი, რომელსაც ძნელია შეაყვარო თავი და ამასთან ერთად, გაღიაროს კიდეც. თუმცა მან ეს შეძლო.
ამ ბოლო წლებში, თბილისიდან ჩამოსული შემოგვივლიდა სამსახურში, სათითაოდ მოგვიკითხავდა, ისაუბრებდა გარდასულ დღეებზე, დაგვიტოვებდა განსაკუთრებულ სითბოს და სიყვარულს, გაიხურავდა კარს და ჩვეული მსუბუქი ნაბიჯებით დაგვშორდებოდა.
სამწუხაროდ, ასეთი შეხვედრები სამუდამოდ დასრულდა. წავიდა ჩვენგან ალალი ქართველი და დარჩა მისი თბილი სიმღერები, ფანდურზე შესრულებული ჰანგები, რომელიც ყოველთვის გაგვახსენებს დიდ ადამიანს, დიდ პროფესიონალს, დიდ ბავშვს – უზარმაზარი სიკეთით სავსე გულით, კაცს, რომელიც უხმაუროდ დადიოდა ჩვენი ქალაქის ქუჩებში

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content