ონის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში ’სინოვაკის’’ ვაქცინით ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე აიცრა

by magda

07.06.2021წ

ონის მუნიციპალიტეტის შპს რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.
დღეს, 7 ივნისს, ონის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში ’სინოვაკის’’ ვაქცინით ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ჩიკვაიძე აიცრა.
მედიკოსების განცხადებით , ონის მუნიციპალიტეტში ვაქცინაცია ყოველგვარი უკუჩვენების გარეშე მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ ჩინური წარმოების, ტრადიციულ მეთოდზე დამზადებული’’სინოვაკის’’ ვაქცინა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვაქცინაა მსოფლიოში.
დავით ჩიკვაიძე მოუწოდებს მოსახლეობას, გამოიჩინონ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, გაუფრთხილდნენ როგორც საკუთარ, ისე გარშემომყოფების ჯანმრთელობას.
„ვაქცინაცია ერთადერთი იარაღია უხილავ მტერთან საბრძოლველად , მხოლოდ ასე შეგვიძლია პანდემიის დამარცხება“ – განაცხადა დავით ჩიკვაიძემ

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content