ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ თანამშრომლებს პირველი მოადგილე სერგო ხიდეშელი წარუდგინა

by magda

01.06.2021წ.

1 ივნისს ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ თანამშრომლებს პირველი მოადგილე სერგო ხიდეშელი წარუდგინა.
შეხვედრას ესწრებოდნენ რაჭა-ლეჩხუმ ქვემო ვანეთის მხარის რწმუნებული, პაპუნა მარგველიძე მოადგილეებთან ერთად, ასევე, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს ხელმძღვანელი, ქრისტინა კობახიძე და ონის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები.
შეხვედრაზე მერმა, დავით ჩიკვაიძემ აღნიშნა, რომ სერგო ხიდეშელს
საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და ონის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, კონკრეტული გეგმები აქვს.
დღეიდან, სერგო ხიდეშელი ეკონომიკის, საფინანსო-საბიუჯეტო, შიდა აუდიტის, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის, ზედამხედველობის, შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურებსა და მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობისა და კოორდინაციის განყოფილებას გაუწევს კურირებას.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content