44
06.03.2021წ.
ონის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
ონის მუნიციპალიტეტის მერიის სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი ბარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში: ზემო ბარი, ქვემო ბარი და სამთისი იმყოფებოდა,
აღნიშნულ სოფლებში ჩატარდა საერთო კრებების სხდომები, მოსახლეობას გაეწია კონსულტაციები საპროექტო წინადადებების შერჩევასთან დაკავშირებით და განემარტა, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა ორიენტირებულია საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციაზე სახელმძღვანელოს „ სოფლის მხარდაჭერის პროგრამით საპროექტო წინადადებების შერჩევა“ შესაბამისად. საერთო კრებებზე მოსახლეობამ სოფლისთვის მნიშვნელოვნი პრიორიტეტები განსაზღვრა ,რაც “სოფლის პროგრამის ფარგლებში” დაფინანსდება.
ზემო ბარი – წყლის სისტემის რეაბილიტაცია, შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცის და გარე განათების მოწყობა.
ქვემო ბარი – წყლის სისტემის რეაბილიტაცია და გარე განათების მოწყობა.
სამთისი – წყლის სისტემის და შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია .
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით შეხვედრები გრაფიკის მიხედვით ონის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში 10 მარტამდე გრძელდება.