25
06.08.2020წ.
სტიქიით დაზარალებულ ონის მუნიციპალიტეტის სოფლებს, გლოლას, ჭიორასა და ღების ყველა ოჯახს თითო, 25 კილოგრამიანი ფქვილის ტომარა და სასურსათო პაკეტი გადაეცა.
ამასთანავე, სტიქიის ზონაში, მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად 9 700 ლარის ღირებულების მედიკამენტები გაიგზავნა.
დღეის მდგომარეობით, სტიქიით დაზარალებულ ონის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს, სასმელი წყალი და ელექტროენერგია უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.
სტიქიის ზონაში მობილიზებულია ვერტმფრენი და საჭიროების მიხედვით ემსახურება ყველა დაზარალებული სოფლის მოსახლეობას.