მოსახლეობამ სტიქიის ზონაში სამაშველო საბაგირო მაგისტრალებით 243-ჯერ ისარგებლა

by magda

06.08.2020წ.

მოსახლეობამ სტიქიის ზონაში სამაშველო საბაგირო მაგისტრალებით 243-ჯერ ისარგებლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ რაჭაში, სტიქიის ზონაში, სამაშველო საბაგირო მაგისტრალებით პროდუქტების, მედიკამენტების, საწვავისა და მოქალაქეების ტრანსპორტირება 243-ჯერ განხორციელდა, მათ შორის 149-ჯერ სხვადასხვა ტიპის ტვირთის, ხოლო 94-ჯერ მოქალაქეების.

სტიქიის ზონაში დროებითი სამაშველო საბაგირო მაგისტრალი სამ მონაკვეთზე მოეწყო: ხიდეშლები-მაჟიეთი, ჯინჭვისი-გომი და ჟამიერეთი. აღნიშნული მაგისტრალები ეტაპობრივად, სავალი გზის აღდგენასთან ერთად მოიხსნა. ამჟამად, სამივე მიმართულებაზე გზა სრულად არის აღდგენილი და შესაბამისად, სამაშველო საბაგირო მაგისტრალები მოხსნილია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებმა მოქალაქეების დასახმარებლად 63 გაფრენა განახორციელეს. სტიქიის ზონიდან გამოყვანილია 706 მოქალაქე, ხოლო იქ დარჩენილებისთვის შეტანილია 608 სასურსათო კალათა, 12 500 კილოგრამი პურის ფქვილი, 6310 ლიტრი საწვავი, 9485 ლარის ღირებულების მედიკამენტები.

ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში რჩება 50 მეხანძრე-მაშველი. ასევე, ადგილზე მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content