განცხადება

by magda

10.07.1010წ.

გარდაიცვალა ცნობილი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, ღირსეული პიროვნება, ქართული არქეოლოგიის მეტრი, მეცნიერებისა და ტექნიკის,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის, გიორგი ნიორაძის სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ,თბილისის საპატიო მოქალაქე, აკადემიკოსი ოთარ ჯაფარიძე.
ონის მუნიციპალიტეტის მერია მწუხარებას გამოთქვამს დიდი ქართველი მამულიშვილის ოთარ ჯაფარიძის გარდაცვალების გამო.
სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებს, მის აღზრდილ წარმატებულ და ცნობილ მეცნიერებს, რაჭას და სრულიად საქართველოს.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content