ონის მუნიციპალიტეტში სტიქიური ნაგავსაყრელების მკვეთრი მატება შეინიშნება

by magda

03.06.2020წ.

ონის მუნიციპალიტეტში ბოლო წლების განმავლობაში სტიქიური ნაგავსაყრელების მკვეთრი მატება შეინიშნება, მიუხედავად ნარჩენების შემკრები კონტეინერების განთავსების არეალის მნიშვნელოვანი ზრდისა და მათი გატანის გრაფიკის გაუმჯობესებისა, ამგვარი ობიექტებს ჯერ კიდევ მრავლად ვხვდებით ადმინისტრციული ერთეულების ტერიტორიებზე, განსაკუთრებით კი საკურორტო ზონებში.
ხშირად ამ არეალში სტიქიური ნაგავსაყრელების ნაწილი, მიუხედავად მათი სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელებისა, , ხელახლა წარმოიქმნება. ამ მხრივ აღნიშვნის ღირსია შეუბნის მინერალური წყლის და სოფელ კომანდლის მიმდებარე ტერიტორიები, ასევე მცირე მდინარეთა ხეობები და მშრალი ხევები.
განსაკუთრებულ შემთხვევას წარმოადგენს სოფელ უწერის ნაგავსაყრელი და მინერალური წყლის „ ნაპერწკალას“ მიმდებარე ტერიტორია. აღნიშნული ნაგავსაყრელების წარმოქმნა მოქალაქეთა უპასუხისმგებლო საქციელითაა გამოწვეული, შედეგად ბინძურდება გარემო ,რაც მოქალაქეებისთვის სერიოზული საფრთხის შემცველია.
ონის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით და ორგანიზებით იგეგმება სტიქიური ნაგვსაყრელების წარმოქმნის პრევენცია – მინიმიზაციის ღონისძიებები, რადგან აღნიშნული ღონისძიებების მიზანს გარემოსათვის მიყენებული ზიანის შემცირება და ჩვენი კუთხის ლამაზი იერსახის შენარჩუნება წარმოადგენს.
იმედი გვაქვს, რომ მოქალაქეები გამოიჩენენ მაღალ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, იზრუნებენ მშობლიურ ქალაქსა და სოფელში შექმნან ადამიანებისთვის უსაფრთხო და ჯანსაღი საცხოვრებელი გარემო.

 

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content