6 აპრილს,ონის მუნიციპალიტეტმა სპორტის საერთაშორისო დღე სხვადასხვა სპორტული ღონისძიებებით აღინიშნა

by magda

06.04.2024წ.

6 აპრილს,ონის მუნიციპალიტეტმა სპორტის საერთაშორისო დღე სხვადასხვა სპორტული ღონისძიებებით აღინიშნა.
სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,ქალაქ ონის ბეერ-შევას სახელობის პარკში მდებარე სპორტულ კომპლექსში და ხელოვნურსაფარიანი მინი ფეხბურთის სტადიონზე გაიმართა ამხანაგური ტურნირები: კალათბურთში, ფრენბურთსა და მინი ფეხბურთში 7X7.
სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობდენ ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის ბავშვთა და მოზარდთა სასპორტო სკოლის კომპლექსი, ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლა მამისონი,ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გლოლისა და სიმონ სხირტლაძის სახელობის ქალაქ ონის საჯარო სკოლების გაერთიანებული გუნდი.
წარმატებული მონაწილეები და გუნდები დაჯილდოვდნენ სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით.
შეგახსენებთ,რომ 6 აპრილი,გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მხარდაჭერით, 2013 წელს სპორტის საერთაშორისო დღედ მშვიდობისა და განვითარებისთვის (IDSDP) გამოცხადდა და 2014 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება.
ამ დღის აღნიშვნით თქვენ იზიარებთ ხედვას, რომ სპორტი ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, სპორტის პოპულარიზაციას და სამყაროში პოზიტიურ ცვლილებებს.

მსგავსი ინფორმაცია

Are you sure want to unlock this post?
Unlock left : 0
Are you sure want to cancel subscription?
Skip to content