ქალაქ ონში აგრარული ბაზრის პროექტირება დაიწყო, რომლის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერიამ მოსახლეობასთან და ქ.ონში აგრარული ბაზრის მოვაჭრეებთან შეხვედრები გამართა

16.02.2022წ.

ქალაქ ონში აგრარული ბაზრის პროექტირება დაიწყო, რომლის ფარგლებში მუნიციპალიტეტის მერიამ მოსახლეობასთან და ქ.ონში აგრარული ბაზრის მოვაჭრეებთან შეხვედრები გამართა.
არსებული ბაზარი, ტერიტორიის სიმცირის გამო ვერ აკმაყოფილებს მოსახლეობის მოთხოვნებს, რის გამოც საჭირო გახდა პროექტის დაგეგმვა, რათა უახლოეს მომავალში სრულად განახლდეს ყოფილი ბაზრის ტერიტორია, სადაც მოეწყობა ღია და დახურული სავაჭრო ფართები, აშენედება ადმინისტრაციული და დამხმარე შენობები, რომელიც შესაბამისობაში იქნება თანამედროვე სტანდარტების მოთხოვნებთან და სრულად დააკმაყოფილებს ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნებს.
პროექტის განხორციელების შემთხვევაში, მოხდება ქალაქის ცენტრში არსებული ტერიტორიის კეთილმოწყობა. ხელი შეეწყობა სოციალური გარემოს გაუმჯობესებას, გაიზრდება მომსახურების ხარისხი. პროექტის ღირებულება შეადგენს 700 000 ლარს.
16 თებერვალს ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, მოადგილეებთან – გიორგი ნოდარიშვილთან და ლევან შერაზადიშვილთან ერთად იმყოფებოდა ძველი და ახალი აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე, რა დროსაც ისინი ადგილზე გაეცნენ არსებულ ვითარებას.
სერგი ხიდეშელის განცხადებით, ქალაქ ონში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აგრარული ბაზარი გაიხსნება, რომლის სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება. პროექტი განხორციელდება ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივით, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ონის მოსახლეობისა და ადგილობრივი მოვაჭრეების ინტერესები.

Related posts

გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში, ფოლკლორის საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდული ფესტივალი “კავკასია 2026” გაიმართა

მიმდინარე წლის 3 ივლისს გაიმართა, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის სხდომა.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალავერდ ხვედელიანი, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ხელმძღვნელი მარინე რაზმაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ —გომის და ჯინჭვისის მოსახლეობას შეხვდნენ.