მუნიციპალიტეტის სიმბოლიკა

ონის მუნიციპალიტეტის გერბი

ონის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

გერბის ფარის ლაჟვარდოვან ველზე გამოსახულია ვერცხლის სამმწვერვალიანი მთა, რომლის შუა მწვერვალი მაღალია; მთის ზემოთ მოთავსებულია სტილიზებული ფორმის ოქროს ვერძის რქები, მის ზემოთ ოქროს ჯვარი.

გერბის ფარის ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი ნახევრად ღია ჭიშკრით.

გერბის ფარს ქვემოთ მოთავსებულია დევიზის ვერცხლ-ლაჟვარდოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი — „ონი

ონის მუნიციპალიტეტის დროშა 

ონის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო გერბთან ერთად. მიღებულია ქალაქ ონის საკრებულოს მიერ.

ონის დროშის ველი გაყოფილია ჰორიზონტალურად ორ ნაწილად. პირველ ნაწილს დროშის 3/4 უჭირავს. მეორე ნაწილს ¼. პირველ ნაწილში ლაჟვარდოვან ველზე გამოსახულია ოქროს ბოლნური ჯვარი. მეორე ნაწილი წარმოადგენს ვერცხლის ველს. ონის დროშის პროპორცია არის 2:3