მერიის შესახებ

მერის, მერის მოადგილეების ფუნქციები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით.  (იხილეთ მუხლი 57.)

მერის პირველი მოადგილე და მოადგილე (მოადგილეები)

  • მერს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე (მოადგილეები), რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.
  • თვითმმართველ ქალაქში მერიის დებულებით მერის პირველი მოადგილის თანამდებობის ნაცვლად შეიძლება განისაზღვროს ვიცე-მერის თანამდებობა. ვიცე-მერის თანამდებობრივი სტატუსი უთანაბრდება მერის პირველი მოადგილის თანამდებობრივ სტატუსს.
  • მერის პირველი მოადგილე/მოადგილე (მოადგილეები) ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღვანელობს (ხელმძღვანელობენ) მერიის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ დარგს (დარგებს), ორგანიზებას უწევს (უწევენ) და აკონტროლებს (აკონტროლებენ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და მერის დავალებების შესრულებას, მერიის დებულების შესაბამისად, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს (გამოსცემენ) ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
  • მერის პირველი მოადგილისა და მოადგილის (მოადგილეების) უფლებამოსილებები განისაზღვრება მერიის დებულებით.

მერიის სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით  (იხილეთ ბმული)


მერია

მერია არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს მერის უფლებამოსილების განხორციელებას. მერიას ხელმძღვანელობს მერი. მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან. მერიის სტრუქტურული ერთეული შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერის დავალებების შესრულებას. მერიის სტრუქტურულ ერთეულს შეიძლება ჰქონდეს ქვედანაყოფები, რომლებიც განისაზღვრება მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და საშტატო ნუსხით.

მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი

მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი საჯარო სამსახურის შესახე” საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:

  • წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;
  • უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოხელეებს;
  • მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფესიული განვითარების შესახებ საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით;
  • განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
  • მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
  • მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;
  • მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
  • ანგარიშვალდებულია მერის წინაშე;

მერიის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი.

მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება ამ კანონის 58-ე და 59-ე მუხლების შესაბამისად.

მერია არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს მერის უფლებამოსილების განხორციელებას. მერიას ხელმძღვანელობს მერი.

მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან. მერიის სტრუქტურული ერთეული შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერის დავალებების შესრულებას. მერიის სტრუქტურულ ერთეულს შეიძლება ჰქონდეს ქვედანაყოფები, რომლებიც განისაზღვრება მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და საშტატო ნუსხით.

მერია საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” საქართველოს ორგანული კანონის, მოქმედი კანონმდებლობის და ქალაქ ონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად.

მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირები, სტრუქტურული ერთეულები და საჯარო მოსამსახურეები მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.

მერიას აქვს  შტამპი,  ბლანკი, ბეჭედი ონის მუნიციპალიტეტის საიდენტიფიკაციო კოდის მითითებით და წარწერით –„საქართველო. ონის მუნიციპალიტეტის მერია“.

მერიის ადგილსამყოფელია: ქ. ონი დავით აღმაშენებლის ქუჩა N40

 

ქალაქ ონის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ:

მერიის დებულება