ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები

მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სამკურნალო საშუალებებზე, დიაგნოსტიკურ – ლაბორატორიულ კვლევებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამასთან ერთად, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ონის მუნიციპალიტეტის მერია ფინანსურ დახმარებას უწევს სხვადასხვა მწვავე თუ ქრონიკული დაავადებების მქონე ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც არ არის გათვალისწინებული ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით ან სრულად არ ფარავს ჯანდაცვის არცერთი პროგრამა.

ონის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირებზე ონის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტიდან ჯანმრთელობის მომართულებით შემდეგი სახის დახმარება გაიცემა.

ერთჯერადი დახმარება გაეწევა მოქალაქეებს, თუ ისინი აუცილებლად საჭიროებენ სამედიცინო ლაბორატორიულ და დიაგნოსტიკურ კვლევებს, სტაციონარში მედიკამენტოზურ მკურნალობას ან/და სასწრაფო ოპერაციას და მათი აღნიშნული მკურნალობის ხარჯებს სრულად არ ფარავს ჯანდაცვის არცერთი პროგრამა.

ა)  მოქალაქეს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურად  დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში შეადგენს 0-დან 70 001-მდე, აუნაზღაურდება წარმოდგენილი თანხის 80% პროცენტი, მაგრამ არაუმეტეს 2 000 (ორი ათასი) ლარისა;

ბ) მოქალაქეს, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა სოციალურად  დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში შეადგენს  70 001-დან 150 001-მდე, აუნაზღაურდება წარმოდგენილი თანხის 60% პროცენტი, მაგრამ არაუმეტეს 1 200 (ათას ორასი) ლარისა; გ) მოქალაქეს, რომელზეც არ ვრცელდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეღავათი, აუცილებლობის შემთხვევაში, მერის წარმომადგენლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, აუნაზღაურდება წარმოდგენილი თანხის 50% პროცენტი, მაგრამ არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა;

დ) ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სტუდენტებზე, რომელთაც არა აქვთ ან შეჩერებული აქვთ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი, გავრცელდეს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ -„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეღავათები.

საჭირო დოკუმენტაცია

დახმარების მისაღებად ბენეფიციარის  ან მისი ოჯახის წევრის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:

 ა) განცხადება მერის სახელზე;ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

მედიკამენტებით უზრუნველყოფის მიზნით დახმარება გაეწევა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ონკოლოგიური დაავადების მქონე მოქალაქეებს. დახმარება გაიცემა ერთჯერადად, არაუმეტეს 200 (ორასი) ლარისა.

საჭირო დოკუმენტაცია

დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა, მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი / გასავლის ზედდებული შესაბამისი აფთიაქიდან. 4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზე.

პროგრამით მოსარგებლედ შეიძლება დარეგისტრირდეს ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პირი, რომელსაც ავადობის დიაგნოზით დაენიშნა დიალიზის კომპონენტის სამედიცინო მომსახურება და მის ოჯახს არ გააჩნია საცხოვრისი იმ ქალაქში, სადაც სარგებლობს სახელმწიფო დაფინანსების პროგრამით „დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია“. 2. მოსარგებლე ფინანსდება ყოველთვიურად და დახმარების მოცულობა განისაზღვრება თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

საჭირო დოკუმენტაცია

დაფინანსების მიღების მიზნით დაინტერესებულმა მხარემ მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV- N100/ა);
დ) საბანკო ანგარიში.

პროგრამით მოსარგებლედ შეიძლება დარეგისტრირდეს ონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პირი, რომელსაც ავადობის დიაგნოზით დაენიშნა დიალიზის კომპონენტის სამედიცინო მომსახურება და მის ოჯახს არ გააჩნია საცხოვრისი იმ ქალაქში, სადაც სარგებლობს სახელმწიფო დაფინანსების პროგრამით „დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია“. 2. მოსარგებლე ფინანსდება ყოველთვიურად და დახმარების მოცულობა განისაზღვრება თვეში 200 (ორასი) ლარის ოდენობით.

საჭირო დოკუმენტაცია

დაფინანსების მიღების მიზნით დაინტერესებულმა მხარემ მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის მერის სახელზე; ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა IV- N100/ა);
დ) საბანკო ანგარიში.

1.ფინანსურიდახმარება ითვალისწინებს ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ( 0-დან 18 წლამდე ასაკის), სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა (აუტიზმის სპექტრის, დაუნის სინდრომის, განვითარების ეტაპების შეფერხებისა და ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე) სარეაბილიტაციო პროგრამების დაფინანსებას მათი სოციალური, მოტორული, შემეცნებითი, კომუნიკაციური, თვითმოვლისა და დამოუკიდებლად ფუნქციონირების უნარების ჩამოსაყალიბებლად. აღნიშნულ კატეგორიას, დაუფინანსდება, ამ დაავადებისთვის გათვალისწინებული სარეაბილიტაციო პროცედურები, მოთხოვნილი გადასახდელი თანხის 100 %-ით, წლის განმავლობაში არაუმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა.

საჭირო დოკუმენტაცია:  

ა) წერილობითი განცხადება (განმცხადებელი: მშობელი ან ნებისმიერი დაინტერესებული პირი);

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მოსარგებლის დაბადების მოწმობის (პირადობის მოწმობა ) ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №IV-100/ა-სადაც მითითებული უნდა იყოს პირის ძირითადი დიაგნოზი);

ე) შშმ ბავშვის სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (არსებობის შემთხვევაში);

ვ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი (ანგარიშ-ფაქტურა/ინვოისი და კალკულაცია)

ზ) საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ან სხვა სადაზღვევო     კომპანიის მიერ გაცემული მიმართვა/საგარანტიო წერილი (არსებობის შემთხვევაში).

3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე, შესრულებული სამუშაოს შესახებ საბოლოო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურების მიზანი არის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა დაავადებათა პრევენციის გზით, რაც თავის მხრივ გამოიხატება საზოგადოებრივი ჯანდაცვბის მომსახურების მრავალფეროვნებაში, არსებულ პირობებთან ადაპტირებაში, ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხეებისა და რისკ ფაქტორების თავიდან აცილებაში.

მუნიციპალიტეტის  უფლებამოსილებები საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში არის:
) საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლოსააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა;
საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლოსააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;
) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა, მათ შორის, საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ესთეტიკური და კოსმეტიკური პროცედურების განმახორციელებელ დაწესებულებებში ინფექციების პრევენციისა და კონტროლის სანიტარიული ნორმების დაცვის კონტროლი;
) პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული იმუნოპროფილაქტიკისათვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებული მასალების მიღების, შენახვისა და განაწილების უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისათვის;
) პრევენციული და ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიებების გატარება ეპიდსაშიშროებისას;
) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის ხელშეწყობა;
) „ტუბერკულოზის კონტროლის შესახებსაქართველოს კანონით მათთვის განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება.
თ) მოსახლეობის უფასო გასინჯვები და სამედიცინო გამოკვლევები (ადგილზე ძნელად ან ვერმისაწვდომი სპეციალისტების მოწვევა და გამოკვლევების ორგანიზება). 

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სტრატეგიული ფუნქციებია:

გადამდებ/არაგადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა, მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასება; ჯანმრთელობის რისკფაქტორების მონიტორინგი და მყისიერი რეაგირება საგანგებო სიტუაციების დროს; ეპიდ.სიტუაციის შეფასება; სწრაფი რეაგირებისათვის რადიკალური ინფექციის შემოტანის შემზღუდავი ღონისძიებების დასახვა; პირველადი ჯანდაცვის ორგანიზაციების ინფორმირება არსებულ სიტუაციაზე და მათი ჩართულობა მოსახლეობის ხარისხიან სამედიცინო მომსახურეობაში; კოორდინაცია ცენტრალურ სტრუქტურებთან; ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობა, საკვებისა და სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტების მომზადებაში მონაწილეობა და მუნიციპალური მმართველობის ორგანოების ინფორმირება სავარაუდო საკვებისმიერი და წყლისმიერი ინფექციების გავრცელების მხრივ არსებული მდგომარეობის შესახებ; დაავადებათა ადრეული გამოვლენა და პროფილაქტიკა; მოსახლეობის ცალკეული მოწყვლადი ჯგუფების ორგანიზება და წარმართვა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობასთან დაკავშირებულ საკითხებში. COVID-19-ზე ეპიდზედამხედველობა, მისი შეზღუდვისა და ერადიკაციისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოსახლეობის ვაქცინაციის ორგანიზება. მოსახლეობისათვის ადგილზე ძნელად ან ვერმისაწვდომი სამედიცინო გასინჯვებისა და გამოკვლევების ორგანიზება.