ონის მუნიციპალიტეტის მერი- დავით ლობჟანიძე 2027-2030 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის ძირითადი საკითხების განხილვას დაესწრო

12.11.2026წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერი- დავით ლობჟანიძე 2027-2030 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის ძირითადი საკითხების განხილვას დაესწრო.
საფინანსო სამსახურის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი მუნიციპალიტეტის განვითარების ძირითადი მიმართულებებისა და სტრატეგიული მიზნების სისტემური ანალიზია, რომელიც მუნიციპალიტეტის მომდევნო წლების განვითარების სტრატეგიულ მიმართულებებს განსაზღვრავს.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს, როგორც პრიორიტეტების დოკუმენტის სამუშაო ვერსია, ისე 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი.
განხილვის შემდეგ დოკუმენტები, დადგენილი ვადების შესაბამისად, 2026 წლის 15 ნოემბრამდე გადაეგზავნება ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შემდგომი განხილვისა და დამტკიცების მიზნით.
აღნიშნული დოკუმენტის მიხედვით მუნიციპალიტეტი საშუალოვადიან პერიოდში შეძლებს მობილიზებული სახსრების ეფექტურად განკარგვას და ინფრასტრუქტურის სწრაფ განვითარებას.
სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ლევან შერაზადიშვილი, მოადგილე ირმა ჩიხრაძე, საკრეულოს თვმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა მაისურაძე, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები, საკრებულოს კომისიის წევრები

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, სოფელ გლოლის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა

შოვში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, საძირკვლის კურთხევის ცერემონია გაიმართა

განცხადება