ონის ღირსშესანიშნაობები

ონი რაჭალეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში მდებარე მუნიციპალიტეტია. იგი დიდი ისტორიითა და მრავალფეროვანი, ლამაზი ბუნებით გამოირჩევა. წერილობით წყაროებში ონი პირველად 1503 წელს იხსენიება. მეცნიერთა ვარაუდით იგი იბერიის მეფე ფარნაჯომმა დაარსა ძვ. წ. II საუკუნეში. ონის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ბრინჯაოს ხანის  ცულები და კოლხური თეთრის განძი, რომელიც ძვ. წ. VI-III საუკუნეებითაა დათარიღებული. შუა საუკუნეებში დიდი იყო ქალაქი ონის ეკონომიკური მნიშვნელობა, აქ იყრიდა თავს ჩრდილოეთი კავკასიიდან, ქართლიდან, იმერეთიდან და ქვემო რაჭიდან მომავალი გზები. რაიონში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები. ონში მრავლად გვხვდება შუა საუკუნეების ძეგლები, ციხესიმაგრეები და საინტერესო ტაძრები. მისი ბუნება კი წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს ნებისმიერ ხეტიალისა და მთაში დასვენების მოყვარულ ადამიანზე. უზარმაზარი, დათოვლილი მთებით, ალესილი კლდოვანებით, გრილი ტყეებითა და ხეობებით, ყვავილებით დაფარული მინდვრებითა და ცის კიდეს მიბჯენილი ალპური ტბებით, შეუძლებელია ეს რაიონი არ შეგიყვარდეთ. ცნობილი და პოპულარულია ონის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტები, სადაც მთის სუფთა ჰაერით, სიგრილითა და საოცარი ხედებით ტკბობასა და კომფორტულ დასვენებას შეძლებთ. ვახუშტი ბაგრატიონი ასე აღწერდა ონს: „ხოლო ჯეჯორის შესართავს ზეით და რიონის სამჴრით არს ონი. სახლობენ ურიანი ვაჭარნი და ვაჭრობენ. ონი ჰავით არს მშუენი და ზაფხულის ცხელი, ორთა მთათა შინა კლდოვანთა ყოფითა. არამედ აგრილებს მდინარე რიონი“.

რა ვნახოთ

ონის რაიონი მდიდარია კულტურული ძეგლებითა და ბუნების მრავალფეროვნებით. აქ სხვადასხვა პერიოდის მნიშვნელოვანი ციხე-სიმაგრეები და ტაძრები გვხვდება, ნახავთ წინარექრიატიანულ, ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარებს, მეგალითური ციხის ნაშთებსაც და შუასაუკუნების ეკლესიებსაც. განსაკუთრებით ცნობილია XI საუკუნის, უნიკალური ბარელიეფებით მორთული მრავალძალი. სოფელ კვაშხიეთში მდებარეობს ციკლოპური ნაციხარი, იგი აღსანიშნავი ზეგლია, რადგან დასავლეთ საქართველოში ციკლოპური ნაციხარ-ნამოსახლარების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. ასევე საინტერესო ძეგლებია XIX საუკუნეში აგებული ონის სინაგოგა, რომელიც ამჟამად უმოქმედოა და შუა საუკუნეების გალავანი. ონში ფუნქციონირებს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, სადაც დაცულია ქვის ხანიდან გვიანფეოდალურ ხანამდე პერიოდის არქეოლოგიური მასალა. მათ შორისაა: ბრინჯაოს ცხვრის ქანდაკება, ჭვირული ასტრალური ბალთები, ხარის საბუზარები, ქალის სამკაულები, საბრძოლო და შრომის იარაღის სეგმენტები; X-XI ს-ის წმ. გიორგისა და წმ. სამების ეკლესიების არქიტექტურული დეტალები და რელიეფის ფრაგმენტები, X-XIV სს-ისფულის ნიშნები, XIX ს-ის ეთნოგრაფიული ხასიათის მასალები, ხელნაწერი და ბეჭდური წიგნები, XX ს-ის ცნობილქართველ მხატვართა ფერწერული ტილოები და სხვა. ექსპონატთა უმრავლესობა ბრინჯაოს ხანას განეკუთვნება. ონი ბუნების მხრივაც გამორჩეული რაიონია. აქ შეგიძლიათ, როგორც შესანიშნავი გარემოს მქონე კურორტებზე კომფორტული და გამაჯანსაღებელი დასვენება, ასევე თავგადასავლებით და მოულოდნელი შთაბეჭდილებებით სავსე ლაშქრობების მოწყობა. უამრავ მთის მოყვარულს იზიდავს აქაური ალპური მდლოები, გრანდიოზული მთები და ლურჯად მოკამკამე უძირო ტბიდან დანახული კავკასიონის მწვერვალები. აქ მრავალი საინტერესო ბილიკია მყინვარებსა და ტბებზე ხეტიალისთვის.

უძირო ტბა

უძირო ტბა კერძოდ სოფლების გლოლასა და კურორტ  შოვის მახლობლად მდებარეობს, მწვერვალი კატიწვერას დასავლეთ ფერდობზე, ზღვის დონიდან 2800 მეტრზე. ტბიდან ულამაზესი ხედი იშლება კავკასიონზე. უძირო ტბის საფეხმავლო მარშრუტი იწყება შოვიდან,  გზაზე გაკეთებული მონიშვნის ბანერი ზუსტად მიგანიშნებთ როგორც ბილიკის მიმართულებას, ისე მანძილსა და ლაშქრობისთვის საჭირო დროს დანიშნულების წერტილებამდე. 

სასვანოს ტბები

სასვანოს ტბები მდებარეობს ონის მუნიციპალიტეტში მდინარე რიონის ხეობაში ზღვის დონიდან 2680 მეტრზე. ტბა განლაგებულია თხემზე საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება ედენას მყინვარსა და რიონის სათავეზე.

სიყვარულის ტბა

სოფელ მრავალძლის სამხრეთით გულის ფორმის „სიყვარულის ტბა“ ( ჭოლევის ტბა) ტურისტების ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს წარმოადგენს  მას სხვა სახელებითაც მოიხსენიებენ – ჭიქის ან სიყვარულის (რადგან გულის ფორმა აქვს) ტბად. მრავალძლიდან სამი კილომეტრის მანძილზე მდებარეობს, სწორედ ჭოლევის კლდის ძირას. ჭოლევის კლდე კი ისაა, საიდანაც ლეგენდის თანახმად თურქების ჯარის მებრძოლები ცვიოდნენ ხიხამთაზე დაფენილი ბურუსის გამო და მერე მისმა წინამძღოლებმა მრავალძლის წმინდა გიორგის გადარჩენისთვის აღთქმა დაუდეს, სადამდეც შენი ზარის ხმა მიწვდება, იქამდე არავის ვავნებთო. ჭოლევის კლდის ზედა ნაწილს კაკლიეთის სერი ეწოდება, ხოლო სადაც იმერეთიდან მრავალძლისაკენ მიმვალი გზა დაბლა ვაკეზე ეშვება, იმ ადგილს სოსევა ჰქვია. სწორედ აქაა ტბაც.

მყინვარი ბუბა

ხეობის რთული ტიპის სამხრეთ-დასავლეთური ექსპოზიციის მყინვარი საქართველოშირაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეშიონის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს რაჭის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე, მწვერვალ ბუბის სამხრეთ კალთაზე.[2] ასაზრდოებს მდინარე ჭანჭახის მარჯვენა შენაკადს მდინარე ბუბისწყალს. მყინვარის სიგრძე 2,7 კმ, ფართობი 1,5 კმ². თოვლის ხაზის სიმაღლე 3350 მ. მყინვარის ენის ბოლო 2765 მ-მდე ჩამოდის. იგი სამი ნაკადისაგან შედგება და ერთიანი განიერი ენით ხეობაში ზღვის დონიდან 3020 მეტრზე მთავრდება.

მყინვარი კირტიშო

მყინვარი კირტიშო გონა, ონის რაიონი (ღების ადმინისტრაციული ერთეული)
კირტიშო — მყინვარი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე რიონის მარცხენა შენაკადის — ჩვეშურის აუზში. რიონის აუზის ყველაზე დიდი მყინვარია. კვების აუზის სიგანე 3.0-3.2 კმ-ია, სიგრძე 2.8-3.0 კმ. მყინვარი ხეობის ტიპისაა, კარგად გამოხატული დანაპრალებული ენით. მყინვარის სიგრძე 6.45 კმ-ია, ენის სიგანე შუა წელში — 600 მ.

შოდა-კედელას ქედი

რაჭა-ლეჩხუმის კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთი შტოქედი. გამოეყოფა ლეჩხუმის ქედს მწვერვალ ლუხუნისწვერთან. გადაჭიმულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის გასწვრივ დაახლოებით 56 კილომეტრზე და უერთდება მას მწვერვალ კოზი-ხოხთან. საშუალო აბსოლუტური სიმაღლე 3050-3080 მ, უმაღლესი მწვერვალია შოდა (3609 მ). აგებულია ზედაიურული და ქვედაცარცული კარბონატული ქანებით. სამხრეთი მხრიდან გამოეყოფა ქვაციხის, საკაოსმთის, ხეორისწვერის, გორმაღალის, საუხოხისა და სხვ. შტოქედები. მდინარე რიონის ხეობით

იყოფა ორ ნაწილად – შოდად და კედელად. შოდა-კედელას ქედის თხემური ნაწილისათვის დამახასიათებელია ტიპიური ალპური რელიეფი (მოკლე ტროგული ხეობები და სხვა). 1900-2000 მეტრზე ზემოთ კალთები შემოსილია სუბალპური და ალპური ბალახეულობით. იყენებენ საძოვრად და სათიბად.

მთა ხიხათა

ხიხათა — მთა საქართველოშირაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის და იმერეთის მხარეშიონისა და საჩხერის მუნიციპალიტეტების საზღვარზე. მდებარეობს რაჭის ქედის ჩრდილოეთ შტოქედ ხიხათაზე, მდინარე რიონის მარცხენა შენაკადის — ხეორის ზემოთში. სიმაღლე 2239 მ. ხიხათა აგებულია ქვედაცარცული კირქვებით. მთა დამრეცკალთებიანია, შემოსილია სუბალპური ბალახეულით.

მრავალძალი

XI საუკუნის ხუროთმოძღვრების ძეგლი რაჭაში. წმინდა გიორგის სახელობის დარბაზული ეკლესია მდებარეობს ონის მუნიციპალიტეტის სოფელ მრავალძალის მიდამოებში. ეკლესია გამოირჩევა განუმეორებელი ბარელიეფებით. მასში რამდენიმე ისტორიული მნიშვნელობის საგანი იყო დაცული (მათ შორის ჯალალ-ედ-დინის მუზარადი და შაჰ აბას I-ის ხმალი). 1894 წელს დარბაზული ეკლესია გუმბათოვან ნაგებობად გადააკეთეს და დასავლეთის მხრიდან სამრეკლო მიუშენეს. 1991 წლის 29 აპრილს რაჭაში მომხდარმა მიწისძვრამ მნიშვნელოვნად დააზიანა, როგორც ეკლესიის ძველი, ასევე ახალი ნაწილები. 2009 წელს დასრულდა ტაძრის სარესტავრაციო სამუშაობი და ეკლესიამ თავდაპირველი სახე დაიბრუნა.

2018 წელს, მრავალძალის ეკლესიას საქართველოს მთავრობის დადგენილებით მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1]

ისტორია

რაჭაში, სოფელ მრავალძალთან, უძველესი დროიდან იყო მონასტერი. სოფლიდან დაახლოებით 3 კილომეტრის დაშორებით, ჭოლევის კლდის დაბოლოებასთან, „ჭიქის ტბის“ ზევით, ახლაცაა შენობათა ხავსმოდებული ნანგრევები, რომელთაც ხალხი „ნაეკლესიევს“ უწოდებს. როგორც ჩანს, რაღაც მიზეზის გამო, ბერები აყრილან და კვინწიხის გორის კალთაზე გაუჩაღებიათ სამონასტრო მოღვაწეობა, იქ, სადაც ახლა მრავალძლის წმინდა გიორგის ტაძარია აღმართული.

მრავალძალის ეკლესიის აგება სავარაუდოდ XI საუკუნეში  რაჭის საერისთაოს დაარსებას უკავშირდება. ამ დროს რაჭა მთლიანად მოიფინა ახლადაგებული ეკლესია-მონასტრებით, ციხე-სიმაგრეებით, სასახლეებით. მაშინ აიგო რაჭაში ყველა გამორჩეული ეკლესია-მონასტრები: ნიკორწმინდა, პატარა ონი, ზემო კრიხი, ხიმში და მრავალი სხვა.

თავდაპირველად წმინდა გიორგის ეკლესია რაჭისათვის დამახასიათებელი ტიპური საშუალო ზომის (10.75 X 6.75) ცალნავიანი დარბაზული ეკლესია ყოფილა. იგი სახელგანთქმული იყო სილამაზით, დახვეწილი არქიტექტურული ფორმებით, ჩუქურთმებით, ლაპიდალური წარწერებით, შიგნიდან მთლიანად მხატვრობით დაფარული კედლებით, თაღ-კამარებით, ქვის მოჩუქურთმებული კანკელით, ძვირფასი ჯვარ-ხატებით, საეკლესიო ხელნაწერი წიგნებითა და ეკლესიისათვის შეწირული იშვიათი საერო ნივთებით.[2]

შუა საუკუნეებში მთელ დასავლეთ საქართველოში მის რელიგიურ „ავტორიტეტს“ ძნელად თუ შეედრებოდა სხვა რომელიმე საკულტო დაწესებულება. რაზეც მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ონის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფელ სორის საკმაოდ ძველი „ჯვარცმის მონასტერი“ (XIII საუკუნე) მის სახელობაზე ყოფილა აგებული.

XIX საუკუნეში რუსმა ეგზარქოსმა მრავალძლის მონასტერი გააუქმა და სამრევლო ეკლესიად გადააკეთა. იმავე საუკუნის მიწურულს, 1894 წელს, დეკანოზ მიხეილ სხირტლაძის ხელმძღვანელობით, ტაძარი განახლდა და გადიდდა. ახალი ეკლესია შედარებით დიდი ზომის (18.75 X 13.10 მ) ჯვრისსახა ნაგებობა იყო, რომელსაც ათწახნაგა გუმბათი ედგა. ძველი ეკლესიიდან მხოლოდ აღმოსავლეთი ნაწილი დარჩა.

1991 წლის 29 აპრილის რაჭის მიწისძვრამ XIX საუკუნის შენობა ჩამოაქცია, ასევე დააზიანა მისი ძველი ნაწილიც. 2007 წელს კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის კომიტეტის მიერ წამოწყებული აღდგენითი სამუშაოები 2009 წლის შემოდგომაზე დასრულდა. იგი ადრინდელ სახეს დაუბრუნდა.

„ჩვენ ვიმყოფებით ერთ-ერთ უწმიდესსა და სათაყვანებელ ადგილზე. აუცილებელია, ყველა ქართველი ამოვიდეს, მუხლი მოიდრიკოს!“ განაცხადა 1999 წლის 4 ოქტომბერს სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ მრავალძალში ყოფნისას.

ონის შუასაუკუნეების ციხე

გონის მთავარანგელოზის ეკლესია

რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გონაში მდებარეობს. იგი IX-X საუკუნეებით თარიღდება. ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს. დღესდღეობით ინტერიერის აღმოსავლეთი ნაწილი სწორკუთხაა, თუმცა, საქართველოს კულტურული მეკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მონაცემთა ბაზაში დაცული სააღრიცხვო დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ეკლესიას ადრე კონქით გადახურული ნახევარწრიული აფსიდი ჰქონია. ინტერიერში კედლები დანაწევრებულია პილასტრებითა და კედლის თაღებით. დარბაზი გადახურული ყოფილა კამარით, რომლისგანაც, რომლისგანაც მხოლოდ შირიმის ქვაში გამოყვანილი, პილასტრების კაპიტელებზე დაყრდნობილი საბჯენი თაღების მცირე რკალისებრი მონაკვეთებია შემორჩენილი. ტაძარი სამი სარკმლით ნათდება, რომლებიც გაჭრილია აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ კედლებში. სარკმლებს სამმაგი ლილვისგან შექმნილი მოჩარჩოება აქვთ. შესასვლელი ერთია – სამხრეთით. იგი ინტერიერის მხრიდან არქიტრავულია, გარედან კი თაღოვანი. ფასადები (გარდა ჩრდილოეთისა) მოპირკეთებულია შირიმის თლილი კვადრებით.

სხიერის მონასტერი

სხიერის მონასტერი სოფელ სხიერში, ონის მუნიციპალიტეტში მდებარეობს „მირიანეული უძრავი“ წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაა.

დღესდღეობით მონასტრისგან შემორჩენილია წმ. გიორგის ეკლესიის ნანგრევები.

ეკლესიის სიახლოვეს მდებარე კანკელის სვეტთაგან ორზე მახარებლების გამოსახულებებია, მესამე სვეტზე კი წმინდანები არიან გამოსახული.

ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენდა. იგი ნაგები იყო კლდის ნატეხი ქვითა და შირიმით. ამჟამად ტაძრისგან მცირე ნანგრევებია დარჩენილი. ყურადღებას იქცევს ეკლესიის დასავლეთით მოგროვებული ჩუქურთმებიანი ქვების ფრაგმენტები და ეკლესიის კანკელის, კირქვაში გამოკვეთილი სვეტები. გასულ საუკუნეში, ეკლესიის კანკელის ფილა, ერთი სვეტი და სვეტის კაპიტელი ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გადაიტანეს.

მეცნიერთა ვარაუდით, სამონასტრო ცხოვრებას აქ საფუძველი X საუკუნეში ჩაეყარა. ეკლესია ერთნავიანი შენობაა (7X4 მ.), აგებულია ქვითკირისგან. გიორგი ბოჭოიძის თქმით, „ეკლესიაში ინახებოდა ქვის ფიცარი (86X71 სმ.), რომელიც ძველი ეკლესიის ან მისი ერთადერთი შენობის კედელში უნდა ყოფილიყო გაკეთებული; მასზე ნაქანდაკევია ანგელოზებისა და საერო–სასულიერო პირთა სახეები ხუცური წარწერით. ქანდაკებისა და წარწერების თვალსაზრისით ძეგლი ეკუთვნის IX-X საუკუნეებს“. ტაძარს გააჩნია უნიკალური კანკელი, რომელცი IX საუკუნით თარიღდება და კანკელთა აღმართვის უძველეს ეტაპს განეკუთვნება. შემორჩენილია 2 კილომეტრიანი წყალგაყვანილობის ნაშთები, რომლითაც სასმელი წყალი მიუყვანიათ მონასტრამდე.

ჯოისუბნის „მცხეთის ჯვრის“ წმინდა გიორგის ეკლესია

რაჭის ქედის ჩრდილოეთ კალთზე. ზღვის დონიდან 960 მეტრზე, ონიდან 9-10 კილომეტრში ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოისუბანში მდებარეობს. იგი X საუკუნის I ნახევრით  თარიღდება. ეკლესია დარბაზულ ნაგებობას წარმოადგენს, აღმოსავლეთით სწორკუთხედში ჩაწერილი ნახევარწრიული აფსიდით. 1991 წლის მიწისძვრის შედეგად ტაძარი დაზიანდა და ნანგრევების სახითაა შემორჩენილი. უკეთესად შემონახულია აღმოსავლეთის მხარე. საკურთხევლის დასაწყისში შირიმის თლილი ქვისგან ამოყვანილი პილასტრების ფრაგმენტებია. აფსიდის ჩრდილო და სამხრეთ მონაკვეთებში ჩანს მცირე ზომის ნიშები. შემონახულია საკურთხევლის სარკმლის შიდა მოჩარჩოება. იმავე სარკმლის IX საუკუნის რელიეფები ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია გადატანილი. ეკლესიის ფასადებზე, ამჟამად ორი რელიეფია შემორჩენილი, ერთ მათგანზე გამოსახულია მარიამისა და ელისაბედის შეხვედრა და ხარება, მეორეზე კი – ხუთი, შარავანდედმოსილი ფიგურა. აღმოსავლეთ ფასადზე გვხვდება შირიმის ქვა ასომთავრული წარწერით. დასავლეთით შესასვლელის ჩრდილოეთი გვერდის შირიმის ქვის მოჩარჩოება და ნახევარწრიული მოყვანილობის თაღის ფრაგმენტია. საკურთხევლის დასაწყისში კი, ჩამონგრეული კამარის საკმაოდ დიდი ფრაგმენტია. ეკლესიის გარშემო, ყოველი მხრიდან მიმოფანტულია ან დაწყობილია გადმონგრეული კედლები მასიური სახით ან ცალკეული ქვები. საკმაოდ ბევრი ჩამოცვენილი ქვაა თავმოყრილი ინტერიერშიც. ეკლესია ნაგებია ნატეხი კლდის ქვით კირის დუღაბზე. სუფთად თლილი შირიმის ქვა ძირითადად გამოყენებულია აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფასადებზე, კონქისა და პილასტრების შემორჩენილ ფრაგმენტებზე, ასევე კარისა და სარკმლის მოჩარჩოებებზე.

ბრილი

მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი რაჭაში (ონის მუნიციპალიტეტი), რიონის ხეობაში, სოფლების ჩრდილოეთით 11 კმ-ზე. შემორჩენილია შუა საუკუნეების ნასოფლარი, ციხე-კოშკი, ეკლესია. 1939-1961 წლებში არქეოლოგიურმა გათხრებმა (მიმდინარეობდა ხანგამოშვებით, ხელმძღვანელი გ. გობეჯიშვილი) გამოავლინა ნამოსახლარები და სამაროვნები. მეტალურგიის წარმოების ნაშთები შუა ბრინჯაოს ხანიდან ანტიკური ხანის დასასრულამდე (ძვ. წ. XVIII—ახ. წ. IV სს.).

ორმოსამარხებსა და ქვაყუთებში (ძვ. წ. XVIII—ახ. წ. IV სს.) კიდურებმოკვეცილი თითო ან ორ-ორი მიცვალებული იყო ჩასვენებული. ძვ. წ. XIV—ძვ. წ. XIII საუკუნეებში არსებობდა აგრეთვე, კოლექტიური აკლდამები, ხოლო ძვ. წ. XIV- ძვ. წ. V საუკუნეებში — საკრემაციო მოედნები. ძვ. წ. XVIII-XIV საუკუნეებში სამარხებში აღმოჩნდა ბრინჯაოს ყუამილიანი ცულები, მასრაგახსნილი შუბები, ფოთლისებური სატევრები, ცხოველთა ქანდაკებები, მრავალნაირი საკინძი, ოვალური სასაფეთქლები, დუგმისებური კავები, ჭვირული მძივსაკიდები და სხვა. აღსანიშნავია ლითონის მხატვრული ნაწარმი: ცხვრის თავის სტილიყებული გამოსახულებებით შემკული ცულები, წყვილი დათვის ქანდაკება და სხვა. ძვ. წ. XIII—ძვ. წ. VIII საუკუნეებში სამარხებში აღმოჩნდა ბრინჯაოს კოლხური ცულები, ფართოქედიანი სატევრები, სწორკუთხა აბზინდები, ხვეული სამაჯურები, საკისრე რგოლები, ნამგალი, თოხი, ლითონისა და თიხის ჭურჭელი, ვერძის ქანდაკებები, ძაღლის ქანდაკება და გველის გამოსახულებანი. ვრილის მოსახლეობა ცხოვრობდა ქვის შენობებში. მისდევდა მესაქონლეობას, სპილენძის მოპოვება-დამუშავებას. მჭიდრო ეკონომიკური და კულტურული კავშირი ჰქონდა ახალნდელი დიგორის, ზზემო იმერეთის, შიდა ქართლის ჩრდილოეთ ზოლის და თრიალეთის მოსახლეობასთან.

ძვ. წ. VIII-ძV. VII საუკუნეებში იარაღი (ცულები, მახვილები, დანები, ლაგმები) უმთავრესად რკინისაგან მზადდებოდა, ხოლო სამკაული, ჭურჭელი, ცხენის აკაზმულობის ნაწილები და მხატვრული ნაწარმი — ბრინჯაოსაგან.

ანტიკური ხანის სამარხებში (ძვ. წ. VI—ახ. წ. IV სს.) აღმოჩნდა ოქროსა და ვერცხლის საკისრე რკალები, სხივებიანი საყურეები, ბრინჯაოს ჭვირული აბზინდები, ქარვისა და ფერადი მინის მძივები, ეგვიპტური იეროგლიფებით შემკული სკარაბეები, ბერძნული მახაირას ტიპის რკინის მახვილები, სატევრები, აკინაკები, სკვითური ტიპის ბრინჯაოს ისრისპირები. ადრინდელი ანტიკური ხანის სამარხებში აღმოჩნდა ფერადი მინის არიბალოსი და სურნელოვანი სითხით სავსე ამფორისკი. აგრეთვე ბერძნული შავლაქიანი სკიფოსის ნატეხები. აღმოჩენილი მასალა მოწმობს, ბრილის მოსახლეობის კავშირს ანტიკურ სამყაროსთან. ძვ. წ. დასასრულს ვრცელდება ქართული ოქროს მონეტები, რაც სასაქონლო-ფულადი ურთიერთობისა და ვაჭრობის განვითარებაზე მიუთითებს. ონის რაიონის, სოფელ ღების ჩრდილოეთით 11 კმ-ში, მდინარე რიონის ხეობაში მრავალფენიანი არქეოლოგიური ძეგლი – ბრილი მდებარეობს. აქ შემორჩენილია შუასაუკუნეების ნასოფლარი, ციხე-კოშკი, ეკლესია. 1939-1961 წლებში განხორციელებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად (გ.გობეჯიშვილი) ძვ.წ. XVIII – ქ.შ. IV საუკუნეების ნამოსახლარები, სამაროვნები, ლითონის წარმოების ნაშთები გამოვლინდა. ძვ.წ. XVIII-XIV საუკუნეების ორმოსამარხებსა და ქვაყუთებში თითო ან ორ-ორი მიცვალებული იყო ჩასვენებული. სამარხებში ნაპოვნია ბრინჯაოს ყუამილიანი ცულები, მასრაგახსნილი შუბები, ფოთლისებური სატევრები, ცხოველთა ქანდაკებები, მრავალგვარი საკინძი, ოვალური სასაფეთქლეები, ჭვირული მძივსაკიდები და სხვ. აგრეთვე, ლითონის მხატვრული ნაწარმი: ცხვრის თავის სტილიზებული გამოსახულებებით შემკული ცულები, წყვილი დათვის ქანდაკება და სხვ. ძვ.წ. XIII-VIII საუკუნეების სამარხებში ნაპოვნია ბრინჯაოს კოლხური ცულები, ფართოქედიანი სატევრები, სწორკუთხა აბზინდები, ხვეული სამაჯურები, საკისრე რგოლები, ნამგალი, თოხი, ლითონისა და თიხის ჭურჭელი, ვერძის, ძაღლისა და გველის ქანდაკებები. ანტიკური ეპოქის სამარხებში (ძვ.წ. VI – ა.წ. IV საუკუნეები) აღმოჩნდა ოქროსა და ვერცხლის საკისრე რკალები, სხივებიანი საყურეები, ბრინჯაოს ჭვირული აბზინდები, ქარვისა და ფერადი მინის მძივები, ეგვიპტური იეროგლიფებით შემკული სკარაბეები და სხვ.

განჯარეულის მღვიმე

შქმერის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ უშოლთის  კარსტული მღვიმე, რომელსაც ადგილობრივები „განჯარეულის გამოქვაბულს“ ეძახიან  

უშოლთის მღვიმე  რაჭის ქედზე, ონის მუნიციპალიტეტში, შქმერის თემში, სოფელ უშოლთის სამხრეთ-დასავლეთით, მდინარე ბნელეთურის (ხეორის მარცხენა შენაკადი) აუზში, სოფელ უშოლთიდან 2,5 კმ,… ზღვის დონიდან 1840  მდებარეობს. გამომუშავებულია ბარემულ კირქვებში, ჯამური სიგრძე 2150 მ. მდიდარია ქიმიური ნაღვენთებით, განსაკუთრებით დარბაზები  . მღვიმიდან გამოდის ნაკადული.

ონის სინაგოგა

ქალაქის ცენტრში,ვახტანგ VI-ის ქუჩაზე.  მდებარეობს. იგი ეკლექტიზმის სტილში  1895 წელსაა აგებული და ოთხკუთხა ფორმის გუმბათიან ნაგებობას წარმოადგენს. სინაგოგას აღმოსავლეთის მხრიდან კარიბჭე აქვს მიშენებული. გუმბათი ოთხ სვეტსა და მათ შორის გარდამავალ ნახევარწრიული მოყვანილოვის თაღებს ეყრდნობა. სვეტები რელიეფური მცენარეული ორნამენტებით შემკული დეკორატიული კაპიტელებით სრულდება. სინაგოგის შიდა სივრცეს სვეტები სამ ძირითად მონაკვეთად ჰყოფს, ცენტრალური დარბაზი უფრო დიდია ჩრდილოეთისა და სამხრეთის ნავებთან შედარებით. ინტერიერში კედლებს ნახევარსვეტებზე გარდამავალი ნახევარწრიული და შეისრული მოყვანილოვის თაღედი შემოუყვება. ნაგებობას ბევრი სარკმელი აქვს და შიდა სივრცე კარგად ნათდება. სინაგოგის სახურავის კუთხეებზე განლაგებულია ორნამენტით შემკული ქვაში ნაკვეთი დეკორატიული ფიგურები. შესასვლელის თავზე ჩასმულია მარმარილოს ფილა, სადაც ებრალული წარწერაა ამოტვიფრული. წარწერის ზემოთ, იმავე ფილაზე მარჯვენა და მარცხენა კუთხეებში დავითის ვარსკვლავებია გამოსახული, მათ შუაში კი აგების თარიღი – „1895 г“. მარმარილოს ფილა აღმოსავლეთი კედელზეც გვხვდება, ფილაზე გამოსახულია სიმეტრიულად განლაგებული ხელის ორი მტევანი, ხოლო მის ქვემოთ ებრაულ ენაზე შესრულებულია „ათი მცნება“. სინაგოგა მთლიანად მოპირკეთებულია კირქვით.

ონის სინაგოგა საქართველოში არსებულ სინაგოგებს შორის სიდიდით მესამე ადგილს იკავებს თბილისისა და ქუთაისის სინაგოგების შემდეგ.

სინაგოგას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

ონის მუნიციპალიტეტის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი თავის ისტორიას 1948 წლის ივლისიდან ითვლის . ოთხ წლიანი შემგროვლებობითი სამუშაოების შემდგომ 1952 წლის 12 ოქტომბერს მუზეუმი ახალი ექსპოზიციებით საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.

მუზეუმის დაარსებაში დიდი წვლილი მიუძღვით : მხატვარ უჩა ჯაფარიძეს , ეთნოგრაფ ნიკოლოზ რეხვიაშვილს , არქეოლოგ გერმანე გობეჯიშვილს , გეოლოგებს ალექსანდრე ჯანელიძეს და მირიან ძველაიას, ფილოლოგ სირა ჭიჭინაძეს, მუზეუმის ყოფილ თანამშრომლებს, ონის ინტელიგენციას და სხვა.

თავდაპირველად მუზეუმი განთავსებული იყო ონის კულტურის სახლის შენობაში. 1974 წელს კი სიძველთსაცავს დაეთმო ცალკე შენობა, რომელიც მოძველებულ ნაგებობას წარმოადგენდა.

1991 წელს რაჭაში მომხდარმა მიწისძვრამ დაანგრია და მნიშვნელოვნად დააზიანა ნაგებობა. იმავე წელს დაიწყო სრულიად ახალი შენობის მშენებლობა , სრულიად დააკმაყოფილებდა თანამედროვე სამუზეუმო მოთხოვნილებებს. მაგრამ ქვეყანაში შექმნილმა მძიმე პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა მდგომარეობამ დაწყებული საქმიანობა შეაჩერა

შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე რაიონის ხელისუფლების ძალისხმევით მოხდა ძველი დანგრეული შენობის რეკონსტრუქცია, რესტავრაცია.

2009 წლის 8 სექტემბერის მიწისძვირის შედგომმა ბიძგებმა მუზეუმში საგრძნობლად დააზიანა და ცხადყო რომ არსებულ შენობაში აღარ შეიძლება მუზეუმის კოლექციების ყოფნა და სამუზეუმო საქმიანობის გაგრძელება. მიწისძვრამდეც უნდა ითქვას რომ მუზეუმის შენობა არასახარბიელო იყო და ვერ აკმაყოფილებდა თანამედროვე სამუზეუმო პირობებს (ტენიანობა, განატება, ტემპერატურა, დაცვის სისტემები და სხვა) .

ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი წარმოადგენს ორი რაიონის ონისა და ამბროლაურის სიძველეთსაცავს, სადაც დაცულია უნიკალური ექსპონატები რომელთა ისტორიული, კულტურული, მხატვრული ღირებულება განუზომლად დიდია არამარტო რაჭის წარსულისათვის არამედ ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობისათვისაც.

მათ შორის რამოდენიმე ექპონატი, მაგალითადასტრალური მზის გამოსახულებიანი ბალთა, რომელსაც ანალოგი მთელ მსოფლიოში არ გააჩნია ჩვენს მუზეუმშია დაცული. აღსანიშნავია სოფ.ჯოისუბნის წმ.გიორგის ეკლესიის X საუკუნის სარკმლის რელიეფური შემკულობა, რომლის ფოტოები იუნესკოს კატალოგშია ასახული, როგორც ქრისტიანული კულტურის ერთერთი მეტად მნიშვნელოვანი ძეგლი. ხელოვნებათმცოდნეების დაკვირვებით სარკმლის შემკულობაში დასტურდება განკითხვის სცენის ერთერთი ადრეული გამოსახულება მთელ საქართველოში.

მუზეუმში დაუნჯებულია 14000-ზე მეტი ძირითადი და დამხმარე ექსპონატი, მათ შორის: არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ნუმიზმატიკური ბუნების სახვითი ხელოვნების ნიმუშები, დოკუმენტური, მემორიალური, ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტები, ხელნაწერები და ძველ ბეჭდური წიგნები, XVIII- XIX საუკუნის იშვიათი გამოცემები, წიგნები ავტოგრაფებით, მუსიკალური და სიტყვიერი ჩანაწერები, სხვადასხვა სოფლის ეკლესიის რელიეფური ქვები ლაპიდარული წარწერებით და სხვადასხვა მცირე კოლექციები.მათგან განსაკუთრებით ღირებულია არქეოლოგიური მასალები: მეზოლითის ხანის კაჟის შუბის პირი, ქვის ხელცული, ნეოლითის ეპოქის ქვის ცული, მადნის სანაყი და სასრესი ქვები, ქვის ურო, რკინის ხანის მეტალურგიული ტიგელები. არქეოლოგიური ექსპონატებიდან უნიკუმად შეიძლება ჩაითვალოს ბრინჯაოს ჭვირული ბალთები (I-III .), ასევე ძვ.. V ბრინჯაოს უნიკალური ლაგამი. აღსანიშნავია კოლხური ცულები, თოხები, სეგმენტისებური იარაღი, სატევრის პირის მიმბაძველობები, კელტი, ლაგამი, ადრე ანტიკური ხანის ვერცხლის ფიალა, ბილონის ყანჩა

ძალზედ მნიშვნელოვანია არქეოლოგიური ექსპონატები ბრილიდან: ვერძის თავი, ვერძის სკულპტურული გამოსახულება, თმის ხვიები, საკინძეები, სამაჯურები, სასაფეთქლე რგოლები, საყურეები, შუბის პირები, კაჟის ისრის პირები, იმპორტირებული მინისა და პასტი მძივები(ძვ.. . II-I ათასწლეულები).

მუზეუმში დაცული არქეოლოგიური ექსპონატები გატანილი იყო ევროპაში, ქალაქებშიბოხუმში და ბადენბადენში მოწყობილ გამოფენაზე. მიზეუმში თითქმის სრულადაა წარმოდგენილი რაჭული ეთნოგრაფიული მასალები. სახვითი ხელოვნების ექსპონატებიდან ფასეულია: ვალენტინ შერპილოვის, ვასილ შუხაევის, დიმიტრი ნალბანდიანის, სერგი ჩახოიანცის, ელენე ახვლედიანის, უჩა ჯაფარიძის, გრიგოლ მესხის, აპოლონ ქუთათელაძის, ივანე ვეფხვაძის, ბენო გორდეზიანის, სიკო ხომასურიძის ფერწერული გრაფიკული ნამუშევრები.

ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის კოლექციების მნიშვნელობა განუზომლად დიდია, სიძველეთსაცავში სადაც ესეოდენ ფასეული საგანძურია დაცული წარმოადგენს ერთერთ მნიშვნელოვან კულტურულ, საგანმანათლებლო, სამეცნიერო კერას, რომელიც დიდ დახმარებას უწევს საზოგადოებას გაეცნოს მატერიალური და სულიერი კულტურის არაერთი ძეგლი და ნიმუში.

მუზეუმი თანამშრომლობს რაჭაში მომუშავე როგორც ქართველ ასევე უცხოელ ისტორიულ, არქეოლოგიურ, გეოლოგიოურ, ფოლკლორულ ექსპედიციებთან, მეცნიერ მუშაკებთან და მკვლევარებთან. მომავალ თაობებთან მოსწავლეებთან, სტუდენტებთან, მათში აღორძინებს ინტელექტუალურ იდეებს ხელს უწყობს ზნეობისა და აზროვნების კულტურის დონის ამაღლებას.

მუზეუმის კოლექციები წლიდან წლამდე იზრდება ახლად შემოსული მეტად მნიშვნელოვანი ექსპონატებით.

რაჭა ტურიზმის თვალსაზრისით ერთერთი საინტერესო და პერსპექტიული კუთხეა

სასიხარულოა ის ფაქტი  რომ ქალაქ ონში აშენდა 

ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ახალი შენობის პროექტირებამშენებლობა საქართველოს მთავრობამ 5.5 მილიონი ლარით დააფინანსა.

პროექტის ფარგლებში, აშენდა ახალი, თანამედროვე სტანდარტის მუზეუმი, რომელიც სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის. მუზეუმის შენობაში გათვალისწინებულია მუდმივი ექსპოზიციის და დროებითი გამოფენების ორსინათლიანი დარბაზები და ფონდსაცავები. ასევე, საკონფერენციო დარბაზი სცენით და სინქრონული თარგმანის ოთახით.

მუზეუმს აქვს სივრცეები ბიბლიოთეკისა და მედიათეკისათვის, ბავშვთა საგანმანათლებლო ზონა, საგამოფენო ადმინისტრაცია, ფონდსაცავები და დამხმარე სათავსოები. შენობაში განთავსდება საინფორმაციო, ბილეთების და სამუზეუმო მაღაზია, კაფე და სპეციალური კუთხეები გიდებისათვის. კეთილმოეწყო მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაც.

პროექტში გამოყენებულია ადგილობრივი ბუნებრივი ქვა და ხის მასალა

ახალი რაჭის მუზეუმი უახლოე ხანში დაიწყებს ფუნქციონირებას  და უამრავ ვიზიტორს  უმასპინძლებს

ონის გაბრიელ მთავარანგელოზის  სახელობის ეკლესია

ონის გაბრიელ მთავარანგელოზის  სახელობის ეკლესია აგებულია  მეოცე საუკუნის დასასრულს, 1996 წელს ,  იმ ადგილზე სადაც ადრე ეკლესია ყოფილა , მაგრამ კომუნისტებს  დაუნგრევია.  ახალი ეკლესიის  აშენება ძველი ნაეკლესიარის საძირკველზე მოხდა

კურორტი შოვი

ონის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე ჭანჭახის (რიონის მარცხენა შენაკადი) ხეობაში, ზღვის დონიდან 1520 მეტრიონიდან 30 კილომეტრი.

შოვი რესპუბლიკური მნიშვნელობის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. არის ნოტიო ჰავა, იცის ცივი ზამთარი (იანვრის საშუალო ტემპერატურა -6 °C) და გრილი ზაფხული (აგვისტოს თვის საშუალო ტემპერატურა 16 °C). სამკურნალო ფაქტორი: მთის ჰავა და ნახშირმჟავა-ჰიდროკარბონატული ნატრიუმ-კალციუმიანი მინერალური წყაროების წყალი. სამედიცინო ჩვენება: სუნთქვის ორგანოთა, კუჭ-ნაწლავის, სანაღველე და საშარდე გზების დაავადებანი, ლიმფადენიტი, მეორეული სისხნაკლებობა და სხვა. შოვში არის სანატორიუმები, დასასვენებელი სახლები, პანსიონატები, ტურბაზა და სხვა. საკურორტო სეზონი გრძელდება — ივნის-ოქტომბერში.

კურორტი უწერა

ონის მუნიციპალიტეტში,  მდინარე რიონის ნაპირზე მდებარეობს. ზღვის დონიდან 1050 მეტრიონიდან 10 კილომეტრი.

უწერა საშუალო სიმაღლის მთის კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია, იცის ზომიერად ცივი ზამთარი (იანვრის საშუალო ტემპერეტურა -5 °C), და ხანგრძლივი თბილი ზაფხული (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 17 °C), ნალექები 1400 მმ წელიწადში. სამკურნალო ფაქტორი: მთის ჰავა და ნახშირმჟავა ჰიდრო-არბონატული და რკინის შემცველი მინერალური წყალი „უწერა“, სამედიცინო ჩვენება: საჭმლის მომნელებელი (ღვიძლის, კუჭ-ნაწლავის) და საშარდე სისტემის დაავადებები. ზედა სასუნთქი გზების დაავადება და სისხლნაკლებობა. სეზონი – მაის-ოქტომბერი.