ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა მოადგილეებთან – გიორგი ნოდარიშვილთან და ლევან შერაზადიშვილთან ერთად, რეგიონში ვიზიტად მყოფ ლიეტუვას რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრის თანაშემწეს ლიეტუვას პარლამენტში – რედა კნეიზევიჩინეს უმასპინძლა

17.02.2022წ

ონის მუნიციპალიტეტის მერმა – სერგი ხიდეშელმა მოადგილეებთან – გიორგი ნოდარიშვილთან და ლევან შერაზადიშვილთან ერთად, რეგიონში ვიზიტად მყოფ ლიეტუვას რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრის თანაშემწეს ლიეტუვას პარლამენტში – რედა კნეიზევიჩინეს უმასპინძლა, რომელიც ასევე არის ლიეტუვას რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ერთობლივი პროექტის – “სოფლის მეურნეობის პარტნიორობა საქართველოსა და ლიეტუვას შორის” ხელმძღვანელი.
2021-2022 წლებში, ლიეტუვასა და საქართველოს შორის, ერთობლივი პროექტი – “სოფლის მეურნეობის პარტნიორობა საქართველოსა და ლიეტუვას შორის” ხორციელდება. პროექტი ემყარება 2021 წელს ლიეტუვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დემოკრატიის განვითარების და თანამშრომლობის პროგრამის კონცეფციას – “რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერა, შესაძლებლობების გამოყენების გზით”.
პროექტის მიზანია შექმნას ვირტუალური სავაჭრო ქსელი მცირე და საშუალო ბიზნესს შორის თანამშრომლობის განვითარების მიზნით საქართველოსა და ლიეტუვას რესპუბლიკაში. აღნიშნული პროექტის მიზანია რაჭის რეგიონში არსებული მეწარმეთათვის ხელშეწყობა, რათა ამ უკანასკნელებმა შეძლონ რეგიონში წარმოებული თაფლისა და რაჭული ლორის ლიეტუვას ბაზარზე გატანა. ბიზნესპარტნიორებს შორის თანამშრომლობის გასაგრძელებლად შეიქმნება ვირტუალური სავაჭრო ქსელი, რომელიც საშუალებას მისცემს მხარეებს, რათა მათ გააგრძელონ ბიზნესთანამშრომლობა.
აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის უფროსი – ირმა მაქარაშვილი, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის – გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში ირმა ჩიხრაძე, ასევე სოფლის განვითარების სააგენტოს ონის საინფორმაციო- საკონსულტაციო ცენტრის ხელმძღვანელი – ტარიელ ლობჯანიძე.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ტარიელ ლობჯანიძეს, ტელ. 591 20 11 19.
აღსანიშნავია, რომ 16 თებერვალს, ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, ლიეტუვას რესპუბლიკის დელეგაციას პირადად მიულოცეს ლიეტუვის სახელმწიფოს აღდგენის დღე და მეგობრობის ნიშნად, სიმბოლური საჩუქრებიც გადასცეს.

 

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარში, ღარი-კვაჟა-გომის დამაკვაშირებელ გზაზე განვითარებული მეწყრული პროცესების მონიტორინგისა და არსებული სიტუაციის გაცნობის მიზნით, ადგილზე იმყოფებოდნენ, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა მაისურაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, პაატა მაისურაძემ და სივრცით- ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე მამუკა ყავლაშვილმა სოფელ უწერაში მიმდინარე ადმინისტრაციული შენობის დეკორატიული შემოღობვის სამუშაოები დაათვალიერეს.

ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შემსრულებელი კომპანიებისა და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვდრა გაიმართა