ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, სოფელ გლოლის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა

12.11.2026წ.

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, სოფელ გლოლის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა.
აღნიშნული აქცია ონის მუნიციპალიტეტის მერიის, საზოგადოება საქართველოს წითელი ჯვრის ონის ფილიალის ერთობლივი თანამშრომლობით და აქტიური ჩართულობით განხორციელდა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება.
“ბავშვები ჩვენი ქვეყნის მომავალია. მთის რაჭაში მცხოვრები ბაღის აღსაზრდელები განსაკუთრებულ ყურადღებასა და მზრუნველობას საჭიროებენ. ჩვენი პასუხისმგებლობაა ბევრი ლამაზი დღე ვაჩუქოთ მათ”- განაცხადა დავით ლობჯანიძემ

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი- დავით ლობჟანიძე 2027-2030 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის ძირითადი საკითხების განხილვას დაესწრო

შოვში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, საძირკვლის კურთხევის ცერემონია გაიმართა

განცხადება