ქალაქი ონი ,,მუსიკალურ საღამოს“ მასპინძლობს

02.07.2023წ.

დღეს ქალაქი ონი ,,მუსიკალურ საღამოს“ მასპინძლობს.
ღონისძიება მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით იმართება.
გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარში ამჟამად, სამზადისი მიმდინარეობს, მონტაჟდება საკონცერტო სცენა, ეწყობა საბავშვო-გასართობი სივრცეები და პავილიონები.
19:00 სთ- იდან გელით მხიარულ და საინტერესო ღონისძიებებზე, რომელიც ბენდი ჯგუფი შერეკილების და ნოდარიკო ხუციშვილის კონცერტით დასრულდება.
პროგრამის დასაწყისი: 19:00 საათი
19:00-21:00 – ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.
19:00-20:00 – საბავშვო გასართობი და შემეცნებითი აქტივობები.
19:00-22:00 – ფერადი და მხიარული კარნავალი.
20:30-22:00 – საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ:
ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი ჯგუფი შერეკილები.
გვეწვიეთ, ერთად გავატაროთ ზაფხულის #მუსიკალურისაღამოები

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა