ონის მუნციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელს გიორგი ტალახაძეს და სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს თამარ გუგუტიშვილს და დავით თუთბერიძეს შეხვდა

02.07.2023წ.

ონის მუნციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე – გიორგი ნოდარიშვილი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელს გიორგი ტალახაძეს და სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს თამარ გუგუტიშვილს და დავით თუთბერიძეს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგებლებმა ისაუბრეს აპარატის მანდატზე, რეგიონში არსებულ სოციალურ-ეკონომიკური, ჯანდაცვის, საკუთრებისა და გადაადგილების კუთხით არსებულ გამოწვევებზე.
გიორგი ნოდარიშვილმა მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან ერთად, აპარატის თანამშრომლებს გააცნო მუნიციპალიტეტის მიმდინარე პროგრამები, დაგეგმილი ღონისძიებები და სამომავლო ხედვები რეგიონში ადამიანის უფლებების დაძლევის კუთხით.
შეხვედრის დასასრულს, მუნიციპალიტეტისა და აპარატის თანამშრომლები სამომავლო თანამშრომლობის გზებზე შეთანხმდნენ.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა