ონში, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ,,მუსიკალური საღამო” გაიმართა

02.07.2023წ.

ონში, მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით ,,მუსიკალური საღამო” გაიმართა.
გიგა ჯაფარიძის სახელობის ბულვარში, მოწყობილი იყო სხვადასხვა გასართობი სივრცეები, პავილიონებში გამოფენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქცია.
ღონისძიება ჯგუფი შერეკილების და ნოდარიკო ხუციშვილის კონცერტით დასრულდა.
ონში, გამართულ ,,მუსიკალურ საღამოს” რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე – ქრისტინა კობახიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

Related posts

ონი საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

ონში ავერსის მრავალპროფილური სამედიცინო და დიაგნოსტიკური ცენტრის პროფესიონალი ექიმები უფასო კონსულტაციაზე მიიღებენ პაციენტებს.

ქალაქ ონში ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს