9
05.04.2024წ.
სოფელ ფარახეთში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია (II-IIIეტაპი) აქტიურად მიმდინარეობს.
ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი, საკრებულოს თავმჯდომარე- ბაჩანა მარკოიშვილთან ერთად, ფარახეთის ადმინისტრაციული ერთეულში იმყოფებოდა და ადგილზე გაეცნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.
პროექტი ითვალისწინებს სოფ.ფარახეთის საავტომობილო გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობას.
სამუშაოებს შპს “ამბროლაურიგზა 10” ასრულებს, პროექტის ფარგლებში იგეგმება 1700 მეტრი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, რომლის ჯამური ღირებულება 1 200 000 ლარს შეადგენს. დასრულება მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში იგეგმება