112
ფესახის ბიბლიური დღესასწაული მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს
20 აპრილს სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში არჩილ ჯაფარიძე, ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე ქალაქ ონში მცხოვრებ ებრაულ მოსახლეობას სინაგოგას ეზოში შეხვდნენ, ფესახის ბიბლიური დღესასწაული მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
ონის სინაგოგა არის სიმბოლო ქართველი და ებრაელი ერის 26 საუკუნოვანი მეგობრობის.
ამ დროისთვის ქალაქ ონში სამი ებრაული ოჯახია, რომლებიც ქართველებთან ერთად აგრძელებენ მეგობრულ თანაცხოვრებას.