სახელმწიფო რწმუნებულის პაპუნა მარგველიძის ხელმძღვანელობით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ დეტალურად იქნა განხილული რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, არსებული გამოწვევები და პრობლემური საკითხები

28.04.2026წ.

სახელმწიფო რწმუნებულის პაპუნა მარგველიძის ხელმძღვანელობით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ დეტალურად იქნა განხილული რეგიონში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა, არსებული გამოწვევები და პრობლემური საკითხები.
პაპუნა მარგველიძემ შეხვედრის დასაწყისში, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, მხარეში განხორციელებულ სამედიცინო აქციებზე გაამახვილა ყურადღება, აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები მეტად მნიშვნელოვანია მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის და განაცხადა, რომ რწმუნებულის ადმინისტრაცია მერიებთან ერთად მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს მსგავსი ღონისძიებების განხორციელებაზე ზრუნვას.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტყის რესურსების მდგრად მართვაზე, ეკოსისტემების დაცვასა და გარემოსდაცვითი სტანდარტების გაუმჯობესებაზე. ასევე ისაუბრეს მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით დაგეგმილ ღონისძიებებზე და შესაბამის უწყებებს შორის კოორდინაციის გაძლიერებაზე.
აღინიშნა მხარეში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრების მიმდინარეობაც, რომელიც კვირის ბოლომდე ყველა მუნიციპალიტეტში დასრულდება, ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით გამოვლენილ საჭირო პროექტებს მერიები წლის ბოლომდე განახორციელებენ.
შეხვედრის მონაწილეებმა, აგრეთვე იმსჯელეს პრობლემების დროულად აღმოფხვრის გზებზე და ეფექტიანი მართვის მექანიზმებზე. შეთანხმდნენ ერთობლივი, კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობაზე, რაც ხელს შეუწყობს პროექტების წარმატებით განხორციელებას და რეგიონის მდგრად განვითარებას.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე-ალუდა თუთისანი და რწმუნებულის ადმინისტრაციის სამსახურების უფროსები.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარში, ღარი-კვაჟა-გომის დამაკვაშირებელ გზაზე განვითარებული მეწყრული პროცესების მონიტორინგისა და არსებული სიტუაციის გაცნობის მიზნით, ადგილზე იმყოფებოდნენ, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა მაისურაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, პაატა მაისურაძემ და სივრცით- ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე მამუკა ყავლაშვილმა სოფელ უწერაში მიმდინარე ადმინისტრაციული შენობის დეკორატიული შემოღობვის სამუშაოები დაათვალიერეს.

ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შემსრულებელი კომპანიებისა და ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვდრა გაიმართა