ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, 2026 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

27.04.2026წ.

ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, 2026 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
შერჩეული პრიორიტეტები ,,სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში რეგიონული განვითარების სამინისტროს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ, სადაც პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილეს.
მოქალაქეების უშუალო ჩართულობით, გამოვლინდა შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები:
მრავალძალი – სანიაღვრე არხის მოწყობა;
სამთისი – გზის რეაბილიტაცია;
ზემო ბარი – გზის რეაბილიტაცია;
ქვემო ბარი – წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
უშოლთა – წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
შქმერი – წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
ხარისთვალი – წყლის სისტემის რეაბილიტაცია.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის, დავით ლობჟანიძის თავმჯდომარეობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს რიგით მესამე სხდომა გაიმართა.

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ონის სიმონ სხირტლაძის სახელობის სკოლისა და სოფელ გლოლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა