ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, 2026 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

29.04.2026წ.

ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში, 2026 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა.
ონის მუნიციპალიტეტის მერი დავით ლობჟანიძე, ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ფარახეთის და სორის ადმინისტრაციულ ერთეულებში სოფლის მოსახლეობას შეხვდა და პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები განიხილა.
ადგილობრივების უშუალო ჩართულობით, გამოვლინდა შემდეგი პრიორიტეტული მიმართულებები:
ახალი ჩორდი – სანიაღვრე არხების მოწყობა;
ჭიბრევი – გზის რეაბილიტაცია;
შარდომეთი – წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
სევა – წყლის სისტემის რეაბილიტაცია;
ფარახეთი – წყლის სისტემის რეაბილიტაცი;
სორი – წყლის სისტემის რეაბილიტაცი, შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია;
გადამში – გზის რეაბილიტაცია, ხიდ-ბოგირის მოწყობა;
ჭვებარი – გზის რეაბილიტაცია, ხიდ-ბოგირის მოწყობა.
გასულ წლებთან შედარებით პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის ჩართულობა საგრძნობლად გაიზარდა, რაც ხელს უწყობს სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას, ასევე, თემის პრიორიტეტებისა და სამომავლო განვითარების მიმართულების განსაზღვრას.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა