ონში რეჟისორ ნინო ბერელიძის მიერ დადგმული სპექტაკლის “უცხო ჩიტი -შერეკილები” პრემიერა გაიმართა

20.05.2026წ.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ქრისტინა კობახიძე ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რეზო გაბრიაძის სპექტაკლის “უცხო ჩიტი -შერეკილები” პრემიერას დაესწრო.
პრემიერა ქალაქ ონში, გიგა ჯაფარიძის სახელობის კულტურის სახლში დაიდგა. რეჟისორ ნინო ბერელიძის სპექტაკლში ახალგაზრდა მსახიობები მონაწილეობდნენ.
“უცხო ჩიტი” 21 მაისს, ქალაქ ამბროლაურის გიგა სხირტლაძის სახელობის კულტურის ცენტრში გამართულ თეატრალურ ფესტივალში „რაჭა 2026“ მიიღებს მონაწილეობას.

Related posts

რა მდგომარეობაა საავტომობილო გზებზე

ონის საჭიდაო სკოლა — ადგილი, სადაც ჩემპიონები იზრდებიან

ონის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ალექსანდრე (შურა) მაისურაძის ოჯახის წევრებმა ქალაქ ონში გამართულ თავისუფალ ჭიდაობაში საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულები და პრიზიორები დააჯილდოეს