კოლეჯი „ერქვანი“,    2026 წლის საგაზაფხულო  მიღებაზე, აცხადებს რეგისტრაციას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე: ელექტროობა

20.05.2026წ.

 

  კოლეჯი „ერქვანი“,    2026 წლის საგაზაფხულო  მიღებაზე, აცხადებს რეგისტრაციას პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე: ელექტროობა

 პროგრამის ხანგრძლივობა:  13 თვე

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: საბაზო განათლება;
კურსდამთავრებულს  მიენიჭება:   საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია  ელექტროობაში   და  გაიცემა  სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი.      

 პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია:  უზრუნველყოს შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვა; აღწეროს ელექტრული წრედების ელემენტები და საზომი ხელსაწყოები; აღწეროს ელექტრული მანქანები; გამოიყენოს მათემატიკა ელექტროობაში; განახორციელოს ელექტროსამონტაჟო სამუშაოები და სხვ.

    ელექტროობის საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის     მფლობელს შეუძლია დასაქმდეს  ნებისმიერ ორგანიზაციაში ელექტროდანადგარების მომსახურედ: მემონტაჟე ელექტრიკოსად, შენობის ელექტრიკოსად, გამანაწილებელი ქსელის ელექტრიკოსად, ელექტრო-მექანიკოსად, ქუჩების განათებისა და ელექტრული სასიგნალო მოწყობილობების ელექტრიკოსად, ელექტროენერგიის  გამომმუშავებელი სადგურების ელექტრიკოსად.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია 2026 წლის 11 მაისიდან – 29 მაისის  ჩათვლით, ონლაინ საიტზე – vet.ge , ან ადგილზე კოლეჯში. ( მის: ქ.ამბროლაური, ვაჟა–ფშაველას ქუჩა N10. საკონტაქტო ნომერი: 595 06 86 39  ) 

 

  • კოლეჯში სწავლის მსურველთა ასაკი შეზღუდული არ არის;
  • სწავლა სრულად დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ;
  • სწავლის დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი;
  • კოლეჯის სტუდენტები სწავლის პერიოდში ერთჯერადად თავისუფლდებიან სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან;

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ირმა ჩიხრაძე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ონისა და სოფელ ღარის საბავშვო ბაღებში საშემოდგომო ღონისძიებას დაესწრო

ონში მოსახლეობის უფასო სკრინინგ აქცია გაიმართება

ონის მუნიციპალიტეტის მერიაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა