მიმდინარე წლის 19 მაისს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა.

19/05/2026

მიმდინარე წლის 19 მაისს გაიმართა ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა.
სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი.
სხდომაზე ბიუროს წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია:
1. ,,ონის მუნიციპალიტეტის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 25 დეკემბრის N17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე;
2. ონის მუნიციპალიტეტის 2026 წლის I კვარტლის დაზუსტებული ბიუჯეტის შესრულების შესახებ;
3. “ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ არასაპენსიო ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის პირთა და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია – აბილიტაციის პროგრამით სარგებლობისათვის, ტრანსპორტით გადაადგილების ხელშეწყობის სოციალური პროგრამის დამტკიცების შესახებ;
4. ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესის დამტკიცების შესახებ;
5. 2026 წელს ონის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტის დამტკიცების თაობაზე;
6. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია, ონის მუნიციპალიტეტის აიპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიერ 2025 წელს გაწეული მუშაობის შესახებ;
7. ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარის ინფორმაცია საკრებულოს წევრის თეიმურაზ გუგეშაშვილის კომისიებში გაწევრიანების შესახებ.

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალავერდ ხვედელიანი, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ხელმძღვნელი მარინე რაზმაძე და საკრებულოს განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი მელაშვილი, სოფელ — ფარახეთის, სევის და ზუდლის მოსახლეობას შეხვდნენ.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ალავერდ ხვედელიანი, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ხელმძღვნელი მარინე რაზმაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ — შქმერის, ბოყვის, ზვარეთის, ხეითის და კვაშხიეთის მოსახლეობას შეხვდნენ.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი მარკოიშვილი, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების ხელმძღვნელი მარინე რაზმაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ — ლაჩთის, შეუბნის, ჭალის, ხურუთის და ნიგვზნარის მოსახლეობას შეხვდნენ.