დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

03.07.2023წ.

დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. აბიტურიენტების ცხოვრებაში ახალი ეტაპი დგება, ამიტომაც ამ დღეს განსაკუთრებული მღელვარება ახლავს თან.
მინდა თითოეულ თქვენგანს და განსაკუთრებით ონის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს გისურვოთ საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენა და წარმატება.
ჩვენი მუნიციპალიტეტიდან წარმოდგენილი ახალგაზრდები ყოველთვის გამოირჩეოდნენ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული მაღალი შედეგებით და დარწმუნებული ვარ არც წლევანდელი წელი იქნება გამონაკლისი.
დარწმუნებული ვარ, თქვენ აუცილებლად მიაღწევთ დასახულ მიზანს ვუერთდები თქვენს ოჯახებს და მეგობრებს, რომლებიც დღეს თქვენ გგულშემატკივრობენ. წარმატებები!
ონის მუნიციპალიტეტის მერი – სერგი ხიდეშელი

Related posts

ონი საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს

ონში ავერსის მრავალპროფილური სამედიცინო და დიაგნოსტიკური ცენტრის პროფესიონალი ექიმები უფასო კონსულტაციაზე მიიღებენ პაციენტებს.

ქალაქ ონში ქუჩებისა და საზოგადოებრივი სივრცეების კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს