ონმა კალათბურთს და ფეხბურთში სხვადასხვა სახის ჩემპიონატებს უმასპინძლა, რომლებსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ

07.06.2026წ.

ონმა კალათბურთს და ფეხბურთში სხვადასხვა სახის ჩემპიონატებს უმასპინძლა, რომლებსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
ონის ბეერ-შევას სახელობის პარკში არსებულ სპორტულ დარბაზში საქართველოს კალათბურთის ეროვნული ჩემპიონატის მე-4 ტურის შეხვედრები გაიმართა. 16-წლამდელთა C-ლიგის ფარგლებში გამართულ ასპარეზობაში 6 გუნდი მონაწილეობდა.
პარალელურად, სლავა მეტრეველის სახელობის საფეხბურთო მოედანზე გარი სორდიას სახელობის თასის გათამაშება შედგა. დასავლეთ ზონის ჩემპიონატის ფარგლებში ერთმანეთს ორი გუნდი დაუპირისპირდა.
მსგავსი სპორტული ღონისძიებები მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და სპორტული ამ სახეობების პოპულარიზაციას

Related posts

ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობასთან დაკავშირებით, ონის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას გამართავს

ირმა ჩიხრაძემ მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა

ქალაქ ონის შესასვლელთან დაზიანებული გზის აღდგენის სამუშაოები დასრულდა