რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე პირველ მოადგილე ქრისტინა კობახიძესთან ერთად ონის მუნიციპალიტეტის მრავალძლის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგიას დაესწრო

06.05.2026წ.

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე პირველ მოადგილე ქრისტინა კობახიძესთან ერთად ონის მუნიციპალიტეტის მრავალძლის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საღმრთო ლიტურგიას დაესწრო, რომელიც ნიკორწმინდელმა ეპისკოპოსმა ვახტანგმა აღავლინა.
საღმრთო ლიტურგიას ესწრებოდნენ, ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ლევან შერაზადიშვილი, მოადგილე ირმა ჩიხრაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილი და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის დელეგატის, გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონში ელენე მაისურაძე.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს, გისურვებთ მშვიდობას და კეთილდღეობას!

Related posts

ონის მუნიციპალიტეტის მერი- დავით ლობჟანიძე 2027-2030 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტის ძირითადი საკითხების განხილვას დაესწრო

ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ლობჟანიძემ, მოადგილე ირმა ჩიხრაძესთან ერთად, სოფელ გლოლის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცა

შოვში, 13 ასურელი მამის სახელობის ტაძრის მშენებლობისთვის გამოყოფილ ტერიტორიაზე, საძირკვლის კურთხევის ცერემონია გაიმართა